ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 21 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ჰასან ხალილმა, საქართველოში 8 ქვეყნის წარმომადგენელი ელჩების თანხლებით, “ბავშვთა უფლებების ცენტრი” გახსნა.

UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჰასან ხალილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლენტი გაჭრეს და ოფიციალურად გახსნეს ბავშვთა უფლებების ცენტრი. ცენტრი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გაიხსნა. გახსნას საქართველოში წარმოდგენილი 8 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა: ესტონეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, შვედეთის, ბულგარეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, ნიდერლანდების.

მსგავსი ცენტრები ასევე ფუნქციონირებს საქართველოს 7 სხვა უნივერსიტეტში. ცენტრი უნდა დაკავდეს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციით. ის იმუშავებს სკოლებთან, რათა მათ ჩაატარონ სემინარები ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელშიც მასწავლებლებიც მონაწილეობენ.

Unicef 1

სტუმრებს მიესალმა მაკა ბერიძე და მადლობა გადაუხადა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობისთვის. მან უნივერსიტეტის საქმიანობაზე, 15-მდე პროფესიულ პროგრამაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში სწავლება ტარდება. უნივერსიტეტის სტუდენტთა 70%- ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელია.

Unicef
Posol Estonii

ცენტრი იხსნება ბავშვთა უფლებების დაცვის ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც იმართება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მსგავსი კონფერენცია ქუთაისში 2020 წელს, ბათუმში მეორე კონფერენციის შემდეგ გაიმართა. ახლა კი მესამე მიმდინარეობს. ახალციხეში კონფერენციის თემაა: სახელმწიფო ენის შესწავლა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლება და ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა. გარდა კონფერენციისა, გამოცხადებულია ბავშვთა უფლებების კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ტარდება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ეს ღონისძიებები გაიმართება მოზარდებს შორიზ, სკოლებში და ა.შ.

Posli
Posli

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და ელჩები, ასევე, შეხვდებიან ადგილობრივ ხელისუფლებას და ახალგაზრდა მოხალისეებს.