ამერიკული მხარის ინიციატივით დღეს ნიუ-იორკში მირზოიან-ბლინკენ-ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მუშაობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.