საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში დაბადებული ბავშების რაოდენობამ 20 195 შეადგინა – ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).
საქსტატის ცნობით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი 2023 წლის მარტის ბოლოს იქნება.