2022-2023 სასწავლო წელი მალე დაიწყება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან დაკავშირებული სიახლეები უკვე ცნობილია.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1-ლი ოქტომბრისთვის 6 წლის ასაკის ბავშვებს სკოლაში სიარული სექტემბრიდან შეუძლიათ.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველკლასელებს ჭადრაკს ასწავლიან, სკოლებში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდება შესაბამისი მომზადების მქონე მასწავლებელის არსებობის შემთხვევაში.
მე-10 კლასის მოსწავლეები მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს.
მე-10 კლასში ისტორიის საგანი ორ ნაწილად დაიყოფა: „ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“.
საშუალო კლასებში დაემატება სავალდებულო პროექტზე დაფუძნებული სწავლება შემდეგ 4 საგანში: სამოქალაქო განათლება, მუსიკა, სახვითი ხელოვნება და გამოყენებითი ხელოვნება.
2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება სამედიცინო საათები და დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ. სამედიცინო თვალსაზრისით, გარდა ბავშვებთან მუშაობისა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება.