სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობის კურორტ სოფელ ლიკანში ტყეში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესს დაუყოვნებლივ შეუერთდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ტერიტორიაზე გავრცელდა ხანძარი.
ანი მინასიანი