საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გორბაჩოვი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიხეილ გორბაჩოვი იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უკანასკნელი გენერალური მდივანი, ასევე საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი.