სიახლე
გზებიგზა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფელში მოასფალტდება
31.08.2022
ნახვები: 264 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ფონდიდან 2 000 000 ლარი მიიღო, რომლის დახარჯვა მერიამ ოთხ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გადაწყვიტა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას წლეულს უკვე მეორედ იღებს. თანხა პირველად 3 2 88 290 ლარი იყო. ეს თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე დაიხარჯა. პროექტების განსახორციელებლად მიღებული მეორე ტრანში 2 000 000 ლარია. მუნიციპალიტეტი ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 706 ლარს დაამატებს და შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დახარჯავს.
- სოფელ ლომატურცხიდან სოფელ ბურნაშეთის სკოლამდე გზის რეაბილიტაცია, ჯამური თანხა შეადგენს 492 180 ლარს, საიდანაც 467 571 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 24 609 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
- სოფელ ხანდოში სოფელ ვარევანის სკოლამდე გზის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური მოცულობა შეადგენს 496 908 ლარს, საიდანაც 472 063 ლარი სახელმწიფო სახსრების ნაწილია, 24 845 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის.
- აბული-კარტიკამის გზის რეაბილიტაცია (ბეტონირება), პროექტის ღირებულება 697 366 ლარია, საიდანაც 527 365 ლარი სახელმწიფო ფონდის შენატანია, 170 001 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის.
- ქარცეფი-აფნია გზის რეაბილიტაცია (ვარძიის კანიონამდე), პროექტის ღირებულება 698 252 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 001 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან -165 251.