საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა სტატისტიკური ანალიზი სხვადასხვა საგანში, მათ შორის ზოგადი უნარების ტესტებში სომხურსა და აზერბაიჯანულ ენებზე.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა არის 80. გამოცდის ჩაბარების მინიმალური ზღვარი ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტის ქულა 24-ზე მეტია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთის ზოგადსაგანმანათლებლო გამოცდაში მონაწილეობა 557-მა აპლიკანტმა მიიღო, მათგან 24,24%-მა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.
აზერბაიჯანში ზოგადი უნარების გამოცდაში კი 2138-მა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 43,55%-მა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.
ამდენად, აზერბაიჯანულ ენაში ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებულთა რაოდენობა 1581-ით აღემატება სომხური ენის გამოცდას.
სხვა საგნების ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე დაწკაპუნებით.