დღეს საღამოს ჯავახეთის სომეხი კათოლიკეები აღნიშნავენ ქრისტეს შობას.
ჯავახეთში არის 10 სოფელი, სადაც სომეხი კათოლიკეები ცხოვრობენ. ამ სოფლებიდან ოთხი- უჯმანა, თორია, ჟდანოვაკანი და ეშტია ნინოწმინდის მუნციპალიტეტში მდებარეობს, კიდევ ექვსი- ალასტანი, ვარევანი, ტურცხი, კარტიკამი, ბავრა, ხულგუმო ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამ ათი სოფლის მრევლს 2 მღვდელი ჰყავს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ყველა კათოლიკური დღესასწაული აღინიშნება. სრულიად განსხვავდება სიტუაცია დანარჩენ სოფლებში, სადაც მღვდელი არ არის. ჯავახეთის კათოლიკური ეკლესიების ორ მსახურს სოფლებში ჩასვლა დღესასწაულებზე უწევს. ამ სოფლებში უსაფრთხოდ მგზავრობისას მღვდლებმა ასევე ამინდიც უნდა გაითვალისწინონ. ტაძრები ღიაა მხოლოდ დღესასწაულებზე და მათ შორის ქრისტეს შობის დღეს.
მთელი მსოფლიოს კათოლიკური ეკლესიების მრევლი ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 24 დეკემბრის ღამეს და 25 დეკემბერს აღნიშნავენ. 24 დეკემბერს, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ღამის თევაზე მარხვა ხსნილდება. მთელი ოჯახი იკრიბება სადღესასწაულო სუფრასთან. ოთხი კვირით ადრე კათოლიკე ქრისტიანებთან იწყება ადვენტის პერიოდი- წინასაშობაო პერიოდი. ეს არის მარხვის და მოლოდინის პერიოდი, ქრისტეს დაბადებამდე, როდესაც ქრისტიანები დღესასწაულისათვის ემზადებიან.
«ამ დღეს ჩემი ბებია, რომელიც კათოლოკე ქრისტიანია, ჩვეულებრივ ემზადება ქრისტეშობისათვის. ჩვენ აღვნიშნავდით ქრისტეშობას ორჯერ, კათოლიკეებთან და სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ერთად. ბებია მუდამ აცხობდა ქადას და სხვა ბევრ კერძს ამზადებდა. დეიდა მიყვებოდა, რომ მუდამ მთელი ოჯახით, ფეხით გადიოდნენ ახალქალაქიდან უახლოეს სოფელ ხულგუმოში. ბებია ქრისტეს აკვანითსვის კერავდა თეთრეულს. ჩვენ შობას ყოველთვის ვსტუმრობით ჩემი ბებიის ძმას, მუდამ სუფრა იყო გაშლილი, დღემდე მახსოვს შებოლილი ბატი და შემწვარი იხვი. იმ დროს ასეთი დელიკატესების შოვნა ახალქალაქში რთული იყო, ამ სოფელში კი იყო ბევრი ბატი და იხვი»,- ყვება ახალქალაქის მკვიდრი კარინა მ.
დღესასწაულის დასასრულს ღამის თევაა. ამ დღეს დასავლეთის კათოლიკეები მიირთმევენ მოხარშულ ქერსა და ხორბალს თაფლით. მარხვა პირველი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე ხსნილდება. ქრისტეს შობის დროს ტაძარში ტარდება სამი ღვთისმსახურება- ღვთის, ღვთისმშობლისა და სული წმინდის საპატივცემლოდ. კათოლიკური ტაძრების საკურთხეველში იმართება საშობაო ვერტეპი- ჩვილი იესო, ღვთისმშობელი, იოსები, მწყემსები და შინაური ცხოველები. ეს დღე ტრადიციულად აღინიშნება ოჯახის წევრებთან ერთად, ახლობლები ერთმანეთს ჩუქნან საჩუქრებს და უგზავნიან კეთილ სურვილებს.
სადღესასწაულო დღეებში ხელსაქმე არ შეიძლება. კატეგორიულად აკრძალულია ნადირობა. რწმუნების თანახმად, თუ მონადირე წავა სანადიროდ ან გაიყინება ან მხეცების ნადავლი გახდება. ასევე არ შეიძლება სუფრასთან ძველი ან შავი ტანსაცმლით დაჯდომა. ითვლება, რომ წელიწადი წარუმატებელი იქნება.
ამ დღეს მორწმუნეები ამინდის მიხედვით არკვევდნენ როგორი იქნებოდა ახალი წელი. შობას ქარბუქი რომ ყოფილყო, ეს ნაადრევ ფოთოლცვენაზე მიანიშნებდა. ხოლო თუ შობას ეთბილებოდა, გაზაფხული იქნებოდა ცივი. დღესასწაულზე ძლიერი ყინვები მიანიშნებდა კარგ მოსავალზე, და თუ მოთოვდა ესე იგი წელიწადი იქნებოდა წარმატებული.