მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ქვეყანაში 306 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც ივნისის მაჩვენებელს, 427.4 მილიონ დოლარს, 28.4%-ით ჩამორჩება. 2021 წლის ივლისის მაჩვენებელთან, 208.4 მილიონ დოლართან შედარებით კი ზრდა 46.8%-ია.

პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, თუმცა წინა თვესთან შედარებით გზვნილების მოცულობამ რუსეთიდანაც იკლო. კერძოდ, ივლისში რუსეთიდან 100.6 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 130%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, 231.4 მილიონ დოლარზე. რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 150.8%-ით მოიმატა.

რუსეთიდან მიმდინარე წლის მაისში – 313.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო აპრილში – 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც 2022 წლის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი -100.59 მლნ აშშ დოლარი;
იტალია – 35.96 მლნ აშშ დოლარი;
აშშ – 28.56 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი – 19.16 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი – 16.72 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია – 14.64 მლნ აშშ დოლარი;
ბელარუსი – 10.34 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი – 10.11 მლნ აშშ დოლარი;
ყირგიზეთი – 9.6 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი – 8.57 მლნ აშშ დოლარი.