დამალა-ასპინძის რაიონში სომხებით დასახლებული ერთადერთი სოფელია, ამ კოლორიტული სოფლის მცხოვრებლები გამოირჩევიან ჯავახეთის მაცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი გულუხვი სტუმართმოყვარეობით, უცხო ადამიანების ნათესავებად მიღებისა და კულტურისა და სოფლის ლამაზად წარმოჩენის უნარით.

სოფლისკენ მიმავალი ვიწრო გზა ორივე მხრიდან ხეებითა და ულამაზესი ბუნებით არის მორთული, რასაც სომხებით დასახლებულ სხვა სოფლებზე ვერ ვიტყვით. სოფელში თითქმის ყველას ბაღი სხვადასხვა ფერებშია: ყვავილები, სხვადასხვა ხეხილი და ხშირი ბალახი.

აქ ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, გარდა ამისა, სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან.

„ბაღებსა და ნაკვეთებში ერთ ან ორ კონკრეტულ კულტურას კი არ ვზრდით, არამედ ყველაფრიდან ცოტ-ცოტას, იქნება ეს ბოსტნეული, კენკრა თუ სხვა. სულ რამდენიმე პროდუქტია, რაც უნდა ვიყიდოთ“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

სოფელში, ზემოაღნიშნულის გარდა, არის სახელმწიფო ვაკანსიები. Jnews-ი ესაუბრა სოფელ დამალას გამგებელს მარტინ კერექციანს, რომელმაც აღნიშნა, რომ გაჭირვებულთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სოფელში 70 ადამიანი დასაქმდა. ისინი სოფელში სისუფთავესა და წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, გარდა ამისა, გახსნილია ამ საკითხებში უფლებამოსილი სოფლის თანაშემწის, ასევე კულტურის ცენტრში დაცვის თანამშრომლის პოზიცია.

სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, სამაგიეროდ მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო ტრანსპორტი, რომელსაც 30-35 ბავშვი დილის 9 საათზე მიჰყავს ბაღში და საღამოს უკან აბრუნებს.

სოფელში არის ქველმოქმედთა მიერ გახსნილი თონეც, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, აცხობენ სომხურ ლავაშს, რომელიც იყიდება როგორც სოფელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.დამალა- ასპინძის რაიონში სომხებით დასახლებული ერთადერთი სოფელია, ამ კოლორიტული სოფლის მცხოვრებლები გამოირჩევიან ჯავახეთის მაცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი გულუხვი სტუმართმოყვარეობით, უცხო ადამიანების ნათესავებად მიღებისა და კულტურისა და სოფლის ლამაზად წარმოჩენის უნარით.

სოფლისკენ მიმავალი ვიწრო გზა ორივე მხრიდან ხეებითა და ულამაზესი ბუნებით არის მორთული, რასაც სომხებით დასახლებულ სხვა სოფლებზე ვერ ვიტყვით. სოფელში თითქმის ყველას ბაღი სხვადასხვა ფერებშია: ყვავილები, სხვადასხვა ხეხილი და ხშირი ბალახი.

აქ ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, გარდა ამისა, სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან.

„ბაღებსა და ნაკვეთებში ერთ ან ორ კონკრეტულ კულტურას კი არ ვზრდით, არამედ ყველაფრიდან ცოტ-ცოტას, იქნება ეს ბოსტნეული, კენკრა თუ სხვა. სულ რამდენიმე პროდუქტია, რაც უნდა ვიყიდოთ“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

სოფელში, ზემოაღნიშნულის გარდა, არის სახელმწიფო ვაკანსიები. Jnews-ი ესაუბრა სოფელ დამალას გამგებელს მარტინ კერექციანს, რომელმაც აღნიშნა, რომ გაჭირვებულთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სოფელში 70 ადამიანი დასაქმდა. ისინი სოფელში სისუფთავესა და წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, გარდა ამისა, გახსნილია ამ საკითხებში უფლებამოსილი სოფლის თანაშემწის, ასევე კულტურის ცენტრში დაცვის თანამშრომლის პოზიცია.

სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, სამაგიეროდ მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო ტრანსპორტი, რომელსაც 30-35 ბავშვი დილის 9 საათზე მიჰყავს ბაღში და საღამოს უკან აბრუნებს.

სოფელში არის ქველმოქმედთა მიერ გახსნილი თონეც, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, აცხობენ სომხურ ლავაშს, რომელიც იყიდება როგორც სოფელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.