დანაგვიანების ან ქალაქის ქონების დაზიანებისთვის მოსახლეობა დაჯარიმდება, სისუფთავისა და საზოგადოებრივი სიკეთის შენარჩუნების სხვა მეთოდი არ არსებობს.

ქალაქში ან დასასვენებელ ზონებში სისუფთავის შესანარჩუნებლად საჭიროა მაოსახლეობაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, არ დაყაროს ნაგავი, მზესუმზირის ნარჩენებით არ  დაანაგვიანოს პარკი ან სკვერი, არ დააზიანონ სკამები, არ დაამტვრიონ გარე განათებები. განვითარების მოთხოვნისას, თითოეულმა მცხოვრებმა უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქალაქში წესრიგზე. ახალქალაქის ცენტრალური (“ხას ბახჩას”) პარკი გამუდმებით იწმინდება, თუმცა სკამებზე მზესუმზირის ჭამით მოსახლეობა, რამდენიმე წუთში აბინძურებს. ბევრი მცხოვრებისთვის მიუღებელია და არც ისე სასიამოვნოა ადამიანების ნახვა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასვენება მზესუმზირის ჭამაშია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს პარკში ადგილობრივები, განსაკუთრებით ქალები, ყველგან აწკაპუნებენ მზესუმზირას და ყველგან აბინძურებენ. ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული კონტროლი, ჯარიმები, გაფრთხილებები. ეს მინიმუმ არასასიამოვნოა“, – ამბობს ახალქალაქში მცხოვრები კარინე თადევოსიანი.

musor

თუმცა, „ცუდი“ ქცევა მხოლოდ მზესუმზირის ნაჭუჭის დაყრით არ შემოიფარგლება, მცხოვრებლები იმდენად გულგრილები არიან ქალაქის ქონების მიმართ, რომ შეუძლიათ დარგული ყვავილები მოგლიჯონ (ეს არაერთხელ მომხდარა), ან გარე განათება დაამტვრიონ, გადააადგილონ სკამები, ამოიღონ ხის დაფები, ან ნაგავი ძნელად მისადგომ ადგილებში დაყარონ.

„პარკი ყოველდღიურად იწმინდება, ორი თანამშრომელი დილით ადრე და საღამოს გვის. პარკის მოწესრიგება უბრალოდ არარეალურია, რადგან ნაგავს ყრიან, კიდევ უარესია მზესუმზირები და ვერავის ვერაფერს ეტყვი, შენიშვნა კონფლიქტში გადადის. და მაინც შენ იქნები დამნაშავე. ის, რომ პარკში ყველგან მზესუმზირაა, გაწმენდა უბრალოდ არარეალურია, რადგან ახალგაზრდა და მოხუცი სხედან და მზესუმზირას ჭამენ. სწორედ ამისთვის მოდიან პარკში. ამისთვის დაჯარიმების საშუალება არ არსებობს. პარკს ყოველდღე ვასუფთავებთ და 3 დღეში ერთხელ ვცვლით შადრევანში წყალს, რადგან ბავშვები ბანაობენ დენი გამოვრთეთ, რომ უცებ დენმა არ დაარტყათ“, – ამბობს სანიტარიული დასუფთავების დირექტორი მხითარ რსტაკიანი.

Skameika

თუ მოსახლეობას არ აქვს საკმარისი თვითშეგნება, ამ შემთხვევაში კანონი მოდის დასახმარებლად. ადგილობრივ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია დააჯარიმოს გადაყრილი ნაგვის ან დაზიანებული ქონებისთვის.

„საკრებულომ დაამტკიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ბლანკები. ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს ამ აქტებით შეუძლია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმა დააწესოს და მერე სასამართლოში უჩივლოს. ეს აქტები უკვე რამდენიმე წელია ძალაშია. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს აქტები ნებისმიერ დროს, დამრღვევი ხელს მოაწერს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრსაც აქვს ასეთი უფლებამოსილება, შეამოწმოს ნებისმიერი ადგილი და შეავსოს აქტი. როგორც ვიცი, მსგავსი აქტები უკვე რამდენჯერმეა შევსებული“, – განმარტავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსი გოჰარ მანველიანი.

ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, მერიას ჯერ მოქალაქეების პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო თვითშეგნების იმედი აქვს, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, მერია იძულებული იქნება ქალაქში წესრიგის შესანარჩუნებლად ჯარიმის მეთოდები გამოიყენოს.

„პარკთან დაკავშირებული პრობლემა უკვე რამდენჯერმე გვქონდა. თუ შენიშნეთ, რომ სკამები დანით არის დაზიანებული, ნაგავია დაყრილი და ა.შ, ეს საკითხი კონკრეტულად კონტროლდება იმ უსაფრთხოების კამერებით, რაც ჩვენ გვაქვს, აღმოვაჩინეთ ის ადამიანები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენს ქონებას. ისინი კანონის წინაშე აღმოჩნდებიან პასუხისმგებელნი, ანუ უნდა გამოასწორონ რაც გააფუჭეს. რაც შეეხება ჯარიმებს, ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება ზიანის მასშტაბი. ძვირფასო მცხოვრებლებო- ეს არის დასასვენებელი ადგილი, აქ ისვენებენ, ნაგავს არ ყრიან და არ აფუჭებენ. ეს არ არის არც მერის, არც ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა ვინმეს საკუთრება. ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გვეკუთვნის. ყველა სიფრთხილით მოეკიდოს. ჩვენც უნდა განვვითარდეთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ტერიტორია, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შედეგი მხოლოდ თვალყურის დევნებით მივიღეთ და არა მოქალაქეების თვითშეგნებით“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

მელქონ მაკარიანის თქმით, მერია აპირებს კამერების რაოდენობა დაამატოს, რათა დასასვენებელი ადგილები, სპორტული მოედნები, სათამაშო მოედნები მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.