ზაფხულში ახალქალაქში ხალხმრავლობაა. სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასული ხალხი აქ ბრუნდება. სწორედ ამ დროს ქალაქში არის ადგილების დეფიციტი, სადაც საღამოს შეგიძლიათ წახვიდეთ დასასვენებლად, ყავის დასალევად ან უბრალოდ სასეირნოდ.
ახალქალაქში ზაფხული არ არის ცხელი, ამიტომ საცხოვრებლად სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გადასული ახალქალაქელები ცდილობენ არდადეგები სამშობლოში გაატარონ. თუმცა, როგორც ყოველ წელს, წელსაც არსად არის წასასვლელი, დასაჯდომი, ფინჯანი ყავის ან ცივი წვენის დასალევი სივრცე.
Jnews-ი რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდა იმ რამდენიმე ადგილს, სადაც შესაძლებელია საღამოს სასეირნოდ წასვლა. ქალაქში მხოლოდ სამი ასეთი ადგილია, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი ნაკლი აქვს.
ახალქალაქელები, რომლებსაც გავესაუბრეთ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, მეტი ყურადღება დაუთმონ დასვენების ზონებს, შექმნან ახალი სივრცეები და კეთილმოაწყონ ძველი.
ახალქალაქის დასვენების ზონების მიმოხილვა Jnews-ის მოკლე ვიდეოში.