საქართველოში პომიდვრის წარმოება შემცირდა. თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გადავხედავთ, ქვეყანამ 2020 წელს 69,5 ტონა პროდუქტი აწარმოა, 2021 წელს კი – 56,8 ტონა.
წარმოების მხრივ, პირველ ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც 27, 8 ტონა პომიდორი იწარმოა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 13,4 ტონით, იმერეთი – 5 ტონა, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3,9 ტონა, იმერეთი – 3 ტონა, დარჩენილი 3,7 ტონა კი, სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამის პარალელურად, სპეციალისტები პროდუქტის წარმოების შემცირებას მსოფლიოშიც პროგნოზირებენ. როგორც East fruit წერს, ამის მიზეზად, პომიდვრის ღია გრუნტში მოყვანა სახელდება, რა დროსაც მოსავალი კლიმატის ცვლილებისგან დაუცველია. მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის პომიდვრის 5 სხვადასხვა კლიმატური მოდელი გამოიყენეს და შედეგი ყველა სახეობისთვის ერთი იყო – უახლოეს ათწლეულებში, ქვეყნები წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას განიცდიან. ექსპერტების თქმით, წყლის დეფიციტი, ტემპერატურის მატება და შესაბამისად, მოსავლის შემცირება, ყველაზე მეტად სამხრეთ კალიფორნიასა და იტალიას დააზარალებს.
წარმოების შემცირებასთან ერთად, იკლებს როგორც იმპორტი, ასევე ადგილობრივი ექსპორტის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ პომიდორს.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში 12,114 ტონა (4,203 მლნ აშშ დოლარი) პომიდვრის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,083 ტონა (3,913 მლნ დოლარი).
ქვეყნები, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ პომიდორი იყიდა:
რაც შეეხება ადგილობრივ (ადგილზე წარმოებული პროდუქტი) ექსპორტს, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2020 წლის 5 თვეში საქართველოდან 1 032 ტონა (1,148 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, წელს იანვარ-მაისში -334.9 ტონა (307 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორთა სამეულში, რუსეთი, სომხეთი და ბელორუსი მოხვდნენ.
ქვეყნები, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან პომიდვრის (ადგილობრივი წარმოების) ექსპორტი განხორციელდა: