პორტალმა Numbeo-მ გამოაქვეყნა ცხოვრების ღირებულების ინდექსი 2022 წლის პირველი ნახევრისთვის, სადაც საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა.

საქართველოს შემდეგ ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, ლიბია, პაკისტანი. საქართველო 138 ქვეყანას შორის 132-ე ადგილზეა 28,5 ინდექსით.

ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება: ბერმუდი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ლუქსემბურგი, იაპონია, ისრაელი, ბაჰამის კუნძულები, სინგაპური.

ათი ყველაზე იაფი ქვეყანა ცხოვრების ღირებულების ინდექსით არის: ნეპალი, ალჟირი, ზამბია, საქართველო, უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, ლიბია, პაკისტანი.

რაც შეეხება ქალაქებს, Numbeo-ს პორტალზე, ფასების მიხედვით, 510 ქალაქს შორის თბილისი 396-ე ადგილზეა, ბათუმი – 446-ზე.

ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების TOP ათეული ასეთია: ჰამილტონი (ახალი ზელანდია), ბერმუდა, შვეიცარიის ქალაქები: ბაზელი, ციურიხი, ზუგი, ლოზანა, ბერნი, ჟენევა, ასევე, ჰონოლულუ (აშშ), სანტა ბარბარა (აშშ), ნიუ-იორკი (აშშ).

ცხოვრების ღირებულების ინდექსის ათი ყველაზე იაფი ქალაქია: ჩენაი (ინდოეთი), კოიმბატორი (ინდოეთი), ბუკარამანგა (კოლუმბია), პაკისტანის ქალაქები: ლაჰორი, ყარაჩი, ისლამაბადი, რავალპინდი, მულტანი, ფაისალაბადი, ფეშავარი.

ანი მინასიანი