დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა მოხსენიება მოხდება, ასევე პანაშვიდი შესრულდება.
დიდმარხვის განმავლობაში მიცვალებულთა სულების მოხსენიება შაბათის მსახურებაზე სულ სამჯერ ხდება.
შეგახსენებთ, რომ წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვებია დაწესებული. აღნიშნული აკრძალვა 17 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.