ახალქალაქში 4-მა მეგობარმა წამოიწყო ახალი, ამბიციური, მაგრამ იმავე დროს, ძალიან საჭირო საქმე, რომლის მიზანია ახალქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარება. ახალგაზრდებმა თავიანთი სახსრები ახალ წამოწყებაში ჩადეს, საწყის ეტაპზე სირთულეებისა და იმედგაცრუებისთვისაც არიან მზად. ასევე, დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი გამოუვათ.  

Studio

ნახევრად გარემონტებული შენობა ქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრი “ნანე”. სწორედ აქ, მესამე სართულზე განხორციელდა Line Up-ის იდეა ამავე სახელწოდების ორგანიზაციის მიერ. არის 2 შენობა. ერთში სარკე მთელი კედლის სიმაღლეზე, ბზინვარე იატაკი, გვერდით გასახდელი და საოფისე შენობა. აქ ახალგაზრდები იკრიბებიან, რომ ბავშვებს ცეკვები და სამსახიობო ოსტატობა ასწავლონ. მეორე ოთახში ფოტოსტუდიაა მოწყობილი, თავისი დეკორაციით, დიდი პანორამული ფანჯრით, მძიმე ფარდებით და ა.შ.

Zal

Line up – მწკრივი

ეკონომისტი კრისტინა, რეჟისორი სონა, ქორეოგრაფი რადიკი, მენეჯერი გრაჩია – ახალგაზრდები არიან, რომლებმაც Line Up-ის იდეის განხორციელება დაიწყეს და მას კულტურულ ცენტრს უწოდებენ.

“დიდი ხანია მინდოდა მესწავლა ცეკვა. როცა გავიგეთ, რომ არსებობდა ოთახი, სონიას შევთავაზე, დაექირავებინა და შეექმნა კულტურული ცენტრი და ცეკვებთან ერთად გაეკეთებინა ფოტოსტუდია. საკუთარი ფინანსები ჩავდეთ და მუშაობა დავიწყეთ. იმედია გამოგვივა. ბევრს აინტერესებს, როდის დავიწყებთ გაკვეთილებს”, – ამბობს რადიკ ეზოიანი.

ყოველი ახალი წამოწყებისას, სახელის მოფიქრებას ყოველთვის დიდი დრო და ენერგია სჭირდება, იმიტომ, რომ სახელწოდებას ბევრის თქმა შეუძლია. ოთხმა მეგობარმა ამ სახელწოდებაში ღრმა შინაარსი ჩადო.

“სახელწოდებაზე დიდი ხანი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის სომხურ ენაზე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი და მსოფლიოში ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. Line up-ი (ინგლისურად) ნიშნავს “რიგს”, “რაღაც დონეზე ასვლას”, ჩვენთვის ეს არის ფართო ხელის გული, რომელიც მოიცავს კულტურის სხვადასხვა დარგებს”, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სონა ტონაკანიანი.

ორგანიზატორებისთვის „ფართე ხელის გული“ ნიშნავს იმასაც, რომ სხვა ახალგაზრდებს საკუთარი თავის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეთ. ასე რომ, Line Up-ი ხშირად გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, მომავალ კვირას ახალქალაქელი ახალგაზრდა მუსიკოსის კონცერტს გეგმავენ. ვინაიდან ინიციატივის ავტორებს იდეების განსახორციელებლად ადგილის არქონის პრობლემა შეექმნათ, გადაწყვიტეს ამ საკითხში სხვებს დაეხმარონ და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის მოაწყონ პლატფორმა.

“ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც აქვს ნიჭი, რაღაც მიზანი, რომელსაც ვერ ახორციელებენ, რადგან არ არის საშუალება და ადგილი კულტურული ღონისძიებებისთვის. სიმღერისთვის, ცეკვისთვის, შესაძლოა მომავალში სპორტისთვის. ვიცით, რომ თავიდან იქნება სირთულეები, იმედგაცრუებები“, – ამბობს ჰრაჩია ამაზარიანი.

Studia

სირთულეები 

სირთულეები ყველასთვის იყო საერთო, ან ინდივიდუალური. მაგრამ თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ სირთულეების დაძლევა ღირს.

“ყველა რთულია იდეის რეალიზებაა. ვფიქრობ, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. კარგი მეგობრული გუნდი ვართ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, მოტივაციას ვაძლევთ”, – ამბობს გრაჩია.

რადიკისთვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ახალ საქმეს თითქმის მთელი მისი დრო მიაქვს.

“ამ დროის განმავლობაში ძალიან ცოტა დროს ვატარებ სახლში. მშობლები მსაყვედურობენ, რომ ცოლი მყავს, შვილი, მათ მეტი დრო დავუთმო. ვერ შევძელი მათთვის დროის გამოყოფა”, – ამბობს რადიკი.

სონისთვის ასევე სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დრო და დრო მოუხდა არჩევანის გაკეთება.

“იძულებული ვიყავი ტელევიზიაში სამუშაოს ნაწილი დამეტოვებინა. ასევე, მივატოვე საქმე, რომელსაც სხვისთვის ვაკეთებდი. მესმის, რომ თუ ამ საქმით სრულყოფილად დავკავდები, ფინანსურად გამიჭირდება, იმიტომ, რომ ხელფასი არ მყოფნის, აქ კი, ჯერჯერობით შემოსავალი არ გვაქვს. ახლა მესმის, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი”, – ამბობს იგი.

კრისტინას ასევე მოუხდა, რაღაცის დათმობა, სწავლას ცოტა დროს უთმობს.

Line Up

ფინანსები

მეგობრებმა საკუთარი სახსრები ჩადეს, იმედოვნებენ, რომ მოგება ექნებათ, როცა უკვე ამუშავდება ცეკვის წრე და სამსახიობო ოსტატობა, ასევე, ცდილობენ გრანტი მოიპოვონ, შეძლებისდაგვარად.

“როცა წრეები გაიხსნება, ფულსაც გადაიხდიან, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დასაწყისში ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ, ჩვენი გათვლებით, შემოსავალი ჩვენ გვეყოფა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გრანტზე არ შევიტანთ. ყველას ჩვენი სამსახური გვაქვს. სანამ ჩვენს შესახებ გაიგებენ და საქმე წინ წავა”, – ამბობს რადიკ ეზოიანი.

ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქრისტინამ უკვე მიმართა გრანტისთვის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

ყველა სირთულის დაძლევა, მიზანდასახული მუშაობა და მიზნების მიღწევა, ამ იდეის ავტორების აზრით, ხელს შეუწყობს იმაში, რომ გარკვეული სტერეოტიპები დაირღვეს, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გამოხატონ საკუთარი თავი, თუ ექნებათ პოტენციალი. სხვადასხვა სფეროებში აქტივობა დაიწყება, კერძოდ, ახალქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.