როგორია ქალების აქტივობა ავტომობილის მართვის უფლების მიღებაზე, შემცირდა თუ არა მართვის უფლების მიღებაზე განაცხადები, მას შემდეგ, რაც პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეში გახდა საჭირო. ეს და სხვა საინტერესო საკითხი Jnews-მა გაანალიზა სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, რომელიც შეეხება 2022 წლის ბოლო 5 თვის სამცხე-ჯავახეთის მონაცემებს.
2022 წლის 25 აპრილიდან ავტომობილის მართვის უფლების მისაღებას თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაემატა სავალდებულო გამოცდა – ავტომობილის ქალაქში, რეალურ სივრცეში მართვა. ამან ასახვა ჰპოვა სტატისტიკაზეც. თუ კი თებერვალსა და მარტში სამცხე-ჯავახეთში მართვის უფლების მიღებაზე 204 განაცხადი შევიდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 169 ადამიანამდე შემცირდა, ხოლო მაისში მართვის უფლება სულ რაღაც 69 ადამიანმა მიიღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოცდის გართულებასთან ერთად, 2022 წლის იანვართან შედარებით, აპრილში გაიზარდა მძღოლობის მსურველი ქალების რიცხვი.
აქტივობას რაც შეეხება, სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, ყველაზე აქტიურები არიან 17 წლის მოზარდი ბიჭები. ისინი მაშინვე რეგისტრირდებიან, როგორც კი 17 წელი უსრულდებათ, გამოცდებს ძირითადად წარმატებით აბარებენ და “მართვის მოწმობას” იღებენ.
ქალები ძირითადად 20-30 წლის შემდეგ აქტიურდებიან. 25-დან 50- წელზე ზემოთ, მართვის მოწმობის მისაღებად უფრო ქალები აქტიურობენ. მაგალითად, მაისში, “მართვის მოწმობა” 62-მა ქალმა აიღო.
Jnews-მა აწარმოა სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში თვეების მიხედვით.
2022 წლის იანვარში, სამცხე-ჯავახეთში “მართვის მოწმობა” 127 ადამიანმა მიიღო, მათგან 74 მამაკაცია, 63 ქალი. ყველაზე მეტნი იყვნენ 17 წლის ზემოთ ბიჭები – 34 ადამიანი.
თებერვალში “მართვის მოწმობა” მიიღო 204-მა ადამიანმა, 133-მა მამაკაცმა, 70-მა ქალმა, ერთმა არ მიუთითა სქესი. აქაც ყველაზე მეტი მოწმობა 17 წლის ასაკის მოზარდმა ბიჭებმა აიღეს – 59 ადამიანი.
მარტში სამცხე-ჯავახეთში “მართვის მოწმობა” 204-მა ადამიანმა აიღო, მათგან 105 კაცია, 98-ქალი, ერთის სქესი მითითებული არ არის. მათ შორის, ავტომობილის მართვის უფლება მიიღო 17 წლის ასაკის 36-მა ბიჭმა და 18 წლის ასაკის 13-მა გოგომ, დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები 10-ზე მეტია.
2022 წლის აპრილში ავტომობილის მართვის უფლება 169 ადამიანმა მიიღო, მათგან 82 ქალია, 86 მამაკაცი, ერთის სქესი მითითებული არ არის. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე დიდი მეტნი აქაც 17 წლის ბიჭები არიან.
მაისში სამცხე-ჯავახეთში “მართვის მოწმობა” 69 ადამიანმა მიიღო, მათგან 43 ქალია, 26 მამაკაცი. ასაკობრივი კატეგორიის თანახმად, ყველაზე მეტია 17 წლის ბიჭები – 11 ადამიანი.