ამერიკელმა სტუდენტმა, ადრიან მერკატმა სამხრეთ კავკასიის სამი ენა შეისწავლა, თუმცა ამ რეგიონის მიმართ მისი ინტერესი მხოლოდ ენის შესწავლით არ შემოიფარგლება, შესწავლისთვის აირჩია ისტორია, ხოლო იმისთვის, რომ კარგად გაეცნო, ახალქალაქს ესტუმრა.
ადრიან მერკატე – აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის, რეგიონალური ისტორიის მაგისტრატურის სტუდენტი. ახალქალაქში მისი ჩამოსვლის მიზანია – ადგილობრივი სომხების მიმართ ინტერესი, როგორც ოსმალოს იმპერიის გენოციდის დროს გადმოსახლებულთა შთამომავლები, ასევე ადგილობრივები, რომლებიც ამ ადგილებში ცხოვრობდნენ. მას ამ ადგილების ისტორია აინტერესებს, ასევე ენის ისტორია. ახალქალაქში ბევრ ადამიანს შეხვდა, რომლებმაც ამ მხარის ისტორიის შესახებ უამბეს.
სომხური, ქართული, აზერბაიჯანული ენების გარდა მან იცის რუსული და ფრანგული ენები. ქართული და აზერბაიჯანული ენები Peace Corps-ის მოხალისედ ყოფნისას შეისწავლა. მაშინ, მან საქართველოს აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, ქვემო ქართლში იცხოვრა. მაგრამ, თავისი სადიპლომოს კვლევისთვის სომეხი ხალხის ისტორია აირჩია.
„სომხების მიმართ ჩემი ინტერესი უკავშირდება, როგორც საქართველოს ერთ-ერთ უმცირესობას. მოხდა ისე, რომ ვმუშაობდი საქართველოს სხვა ეროვნულ უმცირესობასთან – აზერბაიჯანელებთან. თუმცა აზერბაიჯანელების გარდა ქვემო ქართლში სომხებიც ცხოვრობენ. რამდენჯერმე “კრასნოე სელოში” – ამ სომხურ სოფელში. იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ რუსულად, ქართულად, აზერბაიჯანულად, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა სომხურ ენაზე, კულტურაზე. ვფიქრობდი, რომ კავკასიის ისტორიის გასაგებად, სომხური ენის ცოდნა მჭირდება – ეს არის ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია და ასე დაიწყო ყველაფერი“.
თუმცა, იმისთვის, რომ სომხური უკეთ გაეგო, ადრიანმა გადაწყვიტა რეპეტიტორებთან ემეცადინა, სომეხ მასწავლებელთან, რომელიც ამერიკელ მოხალისეებს ასწავლის.
“თუმცა, როცა სომხური ენის შესწავლა აშშ-ს უნივერსიტეტში მოვისურვე, ჩვენთან კათედრაზე ასწავლიდნენ არა აღმოსავლეთ – სომხურს, ჩვენი კათედრა დასავლეთ – სომხურია, ანუ დიასპორის ენა, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენს დიალექტს. ამიტომ დავიწყე დასავლეთ-სომხურის სწავლა. ჩემთვის ახლოსაა ჯავახური დიალექტი. უკეთესად აღვიქვამ მას”.
ადრიანის თქმით, სომხური ენის კათედრა აშშ-ში სომხების იდენტობის შესანარჩუნებლად გაიხსნა, გენოციდის დროს გადარჩენილთა შთამომავლებისთვის.
“50-იან წლებში, სომხები, რომლებიც ამერიკაში დაფუძნდნენ, დაიწყეს ამერიკულ უნივერსიტეტებში კათედრების შექმნა. არც ერთ ქვეყანაში არ საუბრობენ დასავლურ სომხურად, იმისათვის რომ ეს ენა შენარჩუნდეს, საჭიროა პირობების შექმნა კათედრის სახით. ეს კათედრები სახელმწიფო უნივერსიტეტებშია და ჩვენ ასეთი სისტემა გვაქვს, როცა მაგალითად ერთი მეცენატი იძლევა გარკვეულ თანხას, კათედრა არსებობას განაგრძობს. ანუ, ისინი, ვინც სწავლობს სომხურ ენას და არიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც მშობლიური ენა არ იციან, ასევე, არიან ადამიანები, როგორც მე, რომლებიც იკვლევენ და ინტერესდებიან სომხური ენით, რელიგიის ისტორიით”.
მისთვის სომხების მიერ იდენტურობის შენარჩუნების ისტორია საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ეცნობა სხვადასხვა იმპერიების ისტორიას, რომლებმაც ეს მხარე დაიპყრეს.
“მიმაჩნია, რომ სომხები ამ რეგიონის “წებო” არიან. ისინი იმყოფებოდნენ სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიაში, იყვნენ სხვადასხვა კულტურების შემადგენლობაში. ანუ სომხურ კულტურაში კოსმოპოლიტიზმია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ყოველთვის საუბრობენ ინტეგრაციაზე, რომელიც ასიმილაციაში გადაიზრდება, სომხები კი ასიმილაციის გარეშე ცხოვრობდნენ სხვადასხვა იმპერიებში და იდენტურობა, კუტლურა შეინარჩუნეს. არსებობს მოსაზრება, რომ სომხებს შორის არის ისეთი ერთსულოვნება, რომ ერთნაირად ფიქრობენ ყველა საკითხზე, ანუ საერთო პოზიცია აქვთ. აღმოვაჩინე, რომ არა. მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ. არსებობს ისტორია, მაგრამ არსებობს ძალიან განსხვავებული დიასპორები და განსხვავებული ისტორიები. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ჩემთვის საინტერესო”.
“ისტორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში”, – ადრიანის სადიპლომო ნამუშევრის თემაა.
“ჩვენ ისტორიაზე ვფიქრობთ, როგორც სასკოლო საგანზე, წარსულის აღწერაზე. ისტორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს აწმყოში, იმაში, რასაც ვაკეთებთ”.
მისი აზრით, ამერიკელ და ჯავახეთის (საქართველო) სომხებს შორის საკუთარი იდენტობისა და ნაციონალიზმის აღქმა განსხვავებულია.
“მიმაჩნია, რომ დიასპორაში სომხები ძალიან ხშირად არ არის დარწმუნებულნი საკუთარ იდენტობაში და რა თქმა უნდა ახსოვთ გენოციდი. ზოგჯერ მშობლიური ენა ავიწყდებათ, იყვნენ სომხები, ეს მათთვის რთული ცნებაა. ისინი ამბობენ, რომ არიან სომხები, აქ ეს შედარებით ბუნებრივად ხდება, ის შენარჩუნებულია. აშშ-ის დიასპორა ძირითადად იმ ადამიანების შთამომავლებისგან შედგება, რომლებმაც დატოვეს თურქეთი, დასავლეთ სომხეთი. ანუ, მათ სურთ სომხეთი აღიქვან სამშობლოდ, მაგრამ როცა სომხეთში ჩადიან, სულ სხვა მენტალიტეტს ეჯახებიან, საბჭოთა მენტალიტეტს. ჩემი აზრით, ეს მათთვის ძალიან რთული მომენტია, იმედგაცრუება. ამერიკა ხელს უწყობს High identity-ს განვითარებას. ანუ, შენ ამერიკელი ხარ და იმავე დროს სომეხი”.
სამხრეთ კავკასიური ენები იშვიათია, არ არის უცხოელებს შორის გავრცელებული, თუმცა, ამ ენებზე საუბრის საშუალება მას აშშ-შიც აქვს.
“როცა ნიუ-იორკის ქუჩებში მივდივარ, ხანდახან ქართველებს ვხვდები, მათ ვესაუბრები. ასევეა სომხური ენის შემთხვევაშ, ქუჩაში, კაფეში მიწევს საუბარი. მაშინაც, როცა სამხრეთ კავკასიაში მოვდივარ. ეს ენები პოპულარული არ არის, მაგრამ საინტერესოა. საინტერესოა ის, რომ მე, არც ქართველი ვარ და არც სომეხი, მაგრამ ამ ენებზე ვსაუბრობ. ეს საინტერესოა, როცა სომხები ან ქართველები ფიქრობენ, რომ მათი აუდიტორია სომხები ან ქართველები არიან. ანუ როცა რაიმე ეროვნულ საკითხებზე საუბრობენ, ფიქრობენ, რომ ყველა ეთანხმება ამას, ჩემთვის, კი, როგორც უცხოელისთვის, რომელსაც მათი ენა ესმის, ეს ყოველთვის საინტერესოა. ვუყურო, როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს დამახასიათებელია პატარა ერებისთვის”.
ადრიანი კავკასიიდან მალე გაემგზავრება. უახლოეს ხანებში დაასრულებს თავის სადიპლომოს. თუმცა, სამხრეთ კავკასიის მიმართ მისი ინტერესის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გაიგო და შეიმეცნა. შესაძლოა ეს ცოდნა მომავალში საკუთარ პროფესიაშიც გამოიყენოს.