ახლქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზების ასფალტირების პროგრამის ფარგლებში, ბარალეთი-იხტილას გზის 1360 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირება ახლო მომავალში დაიწყება.
აღნიშნული სამუშაო ბარალეთი-იხტილას ასფალტირების პროექტის მეორე ეტაპში შედის. მოაპირკეთებენ 1360 მეტრის გზას. ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 26 მარტს გამოაცხადა. ახლა დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
მუნიციპალიტეტმა 819 220 ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოებს შპს «ჯავახ ავტო გზა» 693 693 ლარით შეასრულებს.