ახალქალაქში თითქმის ერთი თვეა მოქმედებს პროგრამა – Cool School, რომელსაც ჟანა ჩოგანდარიანი ახორციელებს. მისი მიზანია რეგიონში მედიაწიგნიერების დონის ამაღლება და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების მოზიდვა.
პროგრამის რეალიზატორი, 20 წლის ჟანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, პირველი სპეციალობა ინგლისურია, მეორე კი ბიზნესის ადმინისტრირება. ის ასევე დაინტერესებულია მედიით.
პროგრამა მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისა და ჟანას პროფესიული ზრდისთვის. პროექტი დიდი ხნის განმავლობაში იყო ქაღალდზე, მისი განხორციელება მუდმივად ჭიანურდებოდა გრანტის არარსებობის გამო.
„როცა პროგრამა “ახალგაზრდულმა იდეამ” ევროპული ფონდის მხარდაჭერით კონკურსი გამოაცხადა და მის ფარგლებში გაჩნდა შესაძლებლობა სოციალური პროგრამა შეექმნათ. რადგან ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. სასკოლო ფორმატში რაღაცის შექმნას ვგეგმავდი, მაგრამ ამ პროგრამის შეზღუდული გრანტის გამო, მეტი კურსის ჩართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ ავირჩიე მიმართულება, რომლის სწავლებაც თავად შემეძლო“.
ჟანას მედიის სფეროში მწვრთნელის (ე.წ ტრენერის) კვალიფიკაცია აქვს და შესაბამისად შეუძლია მოსწავლეებს საბაზისო ცოდნა მისცეს. ამ დროისთვის მედიაწიგნიერებას ასწავლის, პროგრამის ხანგრძლივობა ორი თვეა. სულ 30 ტრენინგი ჩატარდება, რომელშიც 150-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
“ტრენინგები ახალქალაქში, უფასო იურიდიულ ცენტრში იმართება. ამ საკითხში მხარს გვიჭერს შორენა თეთრაძე, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგები ასევე იმართება ონლაინ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად დასწრება არ შეუძლიათ”.
ჟანა მიიჩნევს, რომ ჩვენს რეგიონში რეალური გარღვევაა მედიაგანათლების მხრივ. პროგრამის მიზანი კი ის არის, რომ განათლებული თაობა გვყავდეს, დეზინფორმაციის სწორი ინფორმაციისგან გარჩევა ვასწავლოთ.
ლიდა ალმასიანი