თსუ სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავა. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ.
სტუდენტები რექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 38-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად რექტორი იმავე უნივერსიტეტის ლექტორთა აბსოლუტური უმრავლესობით პირდაპირი, ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.
სტუდენტების სხვა მოთხოვნები შემდეგია: რექტორი უნდა გადადგეს, რექტორის არჩევის მეთოდი უნდა შეიცვალოს.
სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი.
უნდა აშენდეს სტუდენტური ჰოსტელი.
შემაჯამებელი გამოცდების ფორმატი უნდა შეიცვალოს.
ასევე აღვნიშნავთ, რომ სტუდენტები გეგმავენ არ დატოვონ ადმინისტრაცია, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ლიდა ალმასიანი