ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 30 მაისს, პლენარულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.
საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის საკითხები:
2.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება, სადაც აუქციონზე გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტანსაცმლის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული 10 კვ/მ ფართი.
3.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-23 წლების გეგმის დამტკიცება და 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, სადაც დამტკიცდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს განვითარების გეგმა.
4.დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება დაამტკიცეს.
ა) საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ჩატარებული ტენდერებიდან 278 300 ლარი დაზოგეს, საიდანაც 264 385 ლარი ფონდის, ხოლო 13 915 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტის თანხაა. მთელი დაზოგილი თანხა ჯივანის მასივის და მარკარიანის გზაჯვარედინის რეაბილიტაციას მოხმარდა.
ბ) 162 312 ლარის სპეციალური ტრანსფერი ნაწილდება შემდეგ სამუშაოებზე:
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ძველი საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციისთვის და ახალი ატრაქციონების დასამონტაჟებლად 20 000 ლარი გამოიყო.
დარბინიანისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე ქართული ეკლესიის გალავნის რეაბილიტაციისთვის 126 024 ლარი გამოიყო.
7000 ლარი – ახალქალაქის ცენტრალური პარკის შადრევნების ელექტროენერგიას მოხმარდება;
3282 ლარი – მერიისა და ადგილობრივ თვითმმართველობის თანამშრომლების ტრენინგებისთვის;
4006 ლარია გათვალისწინებული სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანისთვის“ .
მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის პროგრამის დასასრულებლად 22 000 ლარია გათვალისწინებული.
ცვლილებების შემდეგ დარჩენილი თანხა 385113,77 ლარია.