2020 წელს ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზებს კომპანია შპს “ჯავახ ავტო გზა” მოემსახურება.

კომპანია შპს “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო ტენდერი თოვლის დასუფთავებასა და ახალქალაქისა და სოფლების ქუჩებზე რეაგენტების დაყრაზე. ამჟამად საბუთების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერის თანხა 97 997 ლარს შეადგენს, ხოლო თავდაპირველად თანხა 99 998 ლარს შეადგენდა.

სოფლების გზების საერთო მანძილი- 174 კილომეტრია. განიხილება სოფელ ბავრის, დილისკის, დავნიის, ორჯას, აზავრეთის, ალათუმანის და ხანდოს გზების დასუფთავების საკითხი. გამოიყენება 70 ტონა რეაგენტი.

ტენდერის მონაცემთა შესაბამისად, კომპანია ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტში აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია შპს “ВЕМ” ასრულებდა. წელს კომაპნიას უთანხმოება ჰქონდა მუნიციპალიტეტთან. კომპანია ჩიოდა, რომ მერიამ განხორციელებული სამუშაოების საფასური არ გადაიხადა. მერია თავისმხრივ ამტკიცებს, რომ კომპანიას აუნაზღაურდა გაწეული სამუშაო. უთახნმოება სასამართლოს მეშვეობით გადაწყდა. კომპანია “ВЕМ-მა” ახალქალაქის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო.