4 ივნისს ახალქალაქში ცნობილი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის, “იბერიას” კონცერტი გაიმართება. “იბერიას” მოცეკვავეები საქველმოქმედო კონცერტს მართავენ, იმისთვის, რომ  პოლონეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად ადგილობრივ ანსამბლ “მურჯის” გასამგზავრებელი ფულის შეგროვებაში დაეხარონ.

4 ივნისს 15:00 საათზე ახალქალაქის კულტურის სახლში ანსამბლ „იბერიას“ კონცერტი გაიმართება. ანსამბლ „მურჯის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი მეტრეველის თქმით, როგორც ეროვნული სამოსით, ასევე მოცეკვავე პერსონალით განახლებული „იბერია“ პანდემიის შემდეგ ახალქალაქში პირველად იცეკვებს.

Afisha

“კონცერტი ფასიანი იქნება ჩვენს მხარდასაჭერად. ანსამბლი “მურჯი” გეგმავს სერიოზულ მოგზაურობას ევროპაში, პოლონეთში ფესტივალზე აგვისტოში. ეს მოგზაურობა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფესტივალზე მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა მიწვეული. და ისე მოხდა, რომ ყველა ქვეყანას შორის საქართველო წავა, რომელსაც ჩვენი ანსამბლი „მურჯი“ წარადგენს, მაგრამ ამისთვის ფინანსური დახმარება გვჭირდება. ამიტომ ჩვენმა კოლეგებმა გადაწყვიტეს დაგვეხმარონ თანხის შეგროვებაში“, – ამბობს მეტრეველი.

ანსამბლ “იბერიასთან” ერთად, “მურჯის” კონცერტზე მხარს დაუჭერენ ადგილობრივი ანსამბლი “ჯავახკი” და “სამცხე” ახალციხიდან.