დღეს ბოლო ზარი გაისმა ახალქალაქის ორ სასწავლო დაწესებულებაში – მე-3 და მე-4 საჯარო სკოლებში.

მე-3 სკოლაში 12:00 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში კურსდამთავრებულებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. დღეს ახალქალაქის ქართული სკოლა 20-მა კურსდამთავრებულმა დაამთავრა. მათგან 17 სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირდა.

DSC_20103

DSC_20251

DSC_19791

ახალქალაქის მე-4 სკოლის ეზოში „ბოლო ზარის“ ღონისძიება 13:30 საათზე დაიწყო. სკოლა 64-მა კურსდამთავრებულმა დაამთავრა. აქედან 15 სწავლის გასაგრძელებლად სომხეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებას აპირებს, 28 – ქართულ უნივერსიტეტებში.

67

76

ee77

ახალქალაქში ცივმა ამინდა (+3 გრადუსი), კურსდამთავრებულებს ხელი ვერ შეუშალა  სადღესასწაულო განწყობაში, ისინი დაემშვიდობნენ მასწავლებლებს და სკოლას.

ბოლო ზარის ღონისძიება წლეულს სკოლებშ სხვადასხვა დღეებში დირექციის გადაწყვეტილებით იმართება. მთავარი პირობაა, რომ ამ ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს, რადგან მე-2-დან მე-11 კლასებში სასწავლო პროცესი არ დასრულებულა, ის 15 ივნისამდე გაგრძელდება.