რუსეთის პრემიერ – მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ანტიკოვიდური შეზღუდვა, რომელიც საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით, საავტომობილო და სხვა გამშვებ პუნქტებზე იყო დაწესებული უქმდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
შეზღუდვა 2020 წლის 27 მარტიდან იყო დაწესებული, რომლითაც დროებით იყო შეზღუდული მოძრაობა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარეზე და სხვა შერეულ პუნქტებზე რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლით, თუმცა მოქმედებდა გამონაკლისი სიაც.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ზომები აღარ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მიემგზავრებიან.