უკვე მრავალი წელია, ევა ჩივჩიანი ჩუმად წერს ლექსებს, თეთრ ფურცელს უზიარებს საკუთარ ოცნებებს, სიხარულს, ნაღველს. მომავალში შვილიშვილებს უანდერძებს გაუფრთხილდნენ მის შემოქმედებას და მომავალ თაობებს გადასცენ.

პოეტი ევა შაშვერტიანი-ჩივჩიანი 1953 წლის პირველ მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. არ უყვარს მარტი, ამიტომ, საკუთარ დაბადების დღედ სულს სხვა თვე და რიცხვი – 7 აგვისტო აირჩია.

eritasard Evan

“მარტი ჩემთვის ცივი და აუტანელი იყო და თარიღი მე თვითონ ავირჩიე – 7 აგვისტო”, – ამბობს იგი.

ოჯახს ჰყავდა 5 შვილი, სამი ბიჭი და 2 გოგო. პოეტი ქალი ოჯახში მეორე შვილია, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, სახლზე მთელი ზრუნვა მას დაეკისრა.

„სახლში მთელი საზრუნავი ჩემზე იყო, ქათამი თუ დაიკარგებოდა, მე უნდა მომეძებნა, ხბო გაიქცეოდა – მე უნდა დავდევნებოდი, სტუმრებს ელოდებოდნენ – მათ გამასპინძლებაზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. არ ვიცი… მაგრამ კარგი იყო ბავშვობა. ის წლები აღარ განმეორდება.”

სოფელ ჯიგრაშენის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში ერევნის ფილოლოგიურ ინსტიტუტში აბარებდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო უმაღლესი განათლება ვერ მიიღო. განათლება, რომელზეც ასე ოცნებობდა, ოცნებად დარჩა.

„ისე მიყვარდა უნივერსიტეტის შენობა, რომ ერთ დღეს უნივერსიტეტის შენობის მუშებს ვუთხარი, რომლებიც ყვავილებს უვლიდნენ: ნეტავ მე ვიყო ის, ვინც რწყავდა ხეებს და მიხედავდა ყვავილებს, რომ ყოველთვის აქ ვიყო-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად სადმე უნდა ვისწავლო, რომ განათლების გარეშე არ დავრჩე. მაგრამ მე ყოველთვის ვსწავლობ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან”.

მას სურდა ფილოლოგი გამხდარიყო, რაც ოცნებად დარჩა. მისი სტიქია იყო  რედაქციაში მუშაობა. შემდეგ, როდესაც მან წერა დაიწყო, მისი ლექსები და მასალები “პაროსის” გვერდებზე გამოქვეყნდა.

სკოლაში ყოველთვის თავისუფალ თემას ირჩევდა. როდესაც ერთ-ერთი მსმენელი კლასში შევიდა, გოგონას შემოქმედებით აღფრთოვანებულმა, მიიჩნია, რომ ის მასწავლებლის ქალიშვილი იყო, პატარა ევა ადგილიდან წამოდგა და თქვა: – მე მწყემსის ქალიშვილი ვარ.

”მამაცურად ავდექი და ვუპასუხე. ვამაყობდი ჩემი მშობლებით, ჩემი ცხოვრების წესით, შიშველი ფეხებით, ჩემი გაჭირვებით და იმით, რომ ზოგჯერ მშიერი ვრჩებოდი”.

chivchyani cnoghnere

პირველი ლექსი VIII კლასში დედაზე დაწერა, რომელიც ასევე თავის ბებიას ეძღვნებოდა, იმიტომ, რომ ბებია იყო პოეტის მეგობარი, დამხმარე და დასაყრდენი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში გათხოვდა. შეეძინა 5 შვილი – 4 ბიჭი და ერთი გოგონა. ჰყავს 10 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი.

erexa, tor u cor

Davit ev Tigran

Evan ev harsnere

პოეტის მეუღლე, ცოლაკ ჩივჩიანი ამაყობს საკუთარი მეუღლით. სახლში მისულ სტუმარს, მაშინვე მეუღლის წიგნებს აჩვენებს.

chichyan amusinner

ევა ჩივჩიანმა 2 წიგნი აქვს გამოცემული: “ნუ გაგიკვირდებათ” და “ქვაკუთხედი”, წიგნები 1992 და 1998 წლებში გამოიცა. ამაში ოჯახის ბოლო გროშებიც დაიხარჯა, ქმარი მხოლოდ ევას წიგნების გამოცემაზე ფიქრობდა.

grqer

გამოვა მესამეც, რომელიც უფრო დიდი მოცულობის იქნება.

მას ცალკე აღებული თემა არ აქვს, წერს ყველაფერზე, რაც იმ მომენტში მისი სულიდან არის ამოძახილი.

„რაც ჩემში გულწრფელი იყო, ყოველთვის ქაღალდზე გადმომქონდა, რაც მართალი იყო, ყველაფერზე. მშობლებიდან დაწყებული, სამშობლომდე, ჯარისკაცამდე”.

პოეტმა, თავისი მრავალი მიზნიდან ორს უკვე მიაღწია.

მისი გვარი – შაშვერტიანი მომდინარეობს სოფლისა და მთების სახელიდან, საიდანაც გადმოსახლდნენ პოეტის წინაპრები. მისი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთ სომხეთში წასვლა იყო.

ardahan

„ასე ავღწერდი ჩემს განცდებს იმ ღამით, მეშინია თვითმფრინავში ასვლის, მაგრამ იმავე დღეს ავედი თვითმფრინავში და გემზე. უნდა მეჭამა, დამელია, მაგრამ ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, ყოველი ქვა, დედამიწის ყოველი სანტიმეტრი აუწერელი იყო ჩემთვის. იმ დღეს გამახსენდა ბებიაჩემის სიტყვები, – ახლა, რომ მოკვდე კიდეც, აღარ ინანებ”.

პოეტი ქალი მთელი ღამე იჯდა არდაანში, ქაღალდზე გადმოსცემდა მის სულში ამძვინვარებულ მღელვარებას და დაბნეულობას.

2016 წელს, 64 წლის ასაკში, მიაღწია მეორე მიზანს, „დაიპყრო“ აბულას პიკი.

abuli gagatin

„გური ეთერის ოჯახთან ვალში ვარ, რადგან აბულზე ასვლა მათი დახმარებით შევძელი.  დიდი ხანია მინდოდა ასვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამომივიდა. ამჯერად, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ჩემი ასაკი არაფრად ჩავაგდე, გადაწყვეტილება უყოყმანოდ მივიღე და ფეხზე ავდექი“.

ძირითადად, ის ღამით მუშაობს. მამის სახლში ყოფნისას, ზოგჯერ  თივის ზვინის ძირშიც მუშაობდა.

”დედა, რა თქმა უნდა, იმ დროს სამყაროზე ფიქრობდა, მამაჩემმა უთხრა, – ბევრს ნუ კითხულობ, გაგიჟდებიო, მაგრამ ისინი ჩემს გვერდით იყვნენ, არ უშვებდნენ ხელიდან შესაძლებლობას ეამაყათა ჩემით”.

პოეტ ქალს თავისი ცხოვრების უდიდეს მიღწევად მიაჩნია ის, რომ დარჩა ადამიანად.

„ბავშვობიდან ასე ვარ. პარუირ სევაკი, შირაზი, თუმანიანი, ყველა კარგი, მშვენიერი პოეტები არიან, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი ხალხი იყვნენ ადამიანური თვისებებით. ამათგან, ჰუმანური თვალსაზრისით, თუმანიანი ჩემთან ახლოსაა – გულუხვი, პურ-მარილიანი.

პოეტი, რომელიც მას შთააგონებს, არის ჰამო საგიანი, მას აქვს სტრიქონები, რომლებიც, როგორც ხუმრობს, თითქოს საგიანიდან არის გადაწერილი, მაგრამ ისინი მისია.

პოეტი ქალი მეორე ყარაბაღის ომმა გაანადგურა. მათი სახლის კედელზე კიდია ომში დაღუპული ალბერტ ოჰანისიანის ფოტო. მთელი ომის განმავლობაში თვალი არ მოუხუჭავს, მხოლოდ ბოლო დღეს ეძინა, გამოფხიზლდა, აღმოაჩინა, რომ შუში აღარ იყო. ყარაბაღში არასდროს ყოფილა.

nkar

სოფელში მას ყველა დიდ პატივს სცემს, ამას პოეტი ქალი თანასოფლელების გამოხედვიდანაც გრძნობს.

ერთადერთი, რაც პოეტ ქალს სურს ცხოვრებაში  შეცვალოს, არის ის, რომ განათლებას მიიღებდა. მისი შვილები ამაყობენ დედით, მაგრამ მის კვალს არავინ გაჰყვა.