ახალქალაქში წარმოება თითქმის არ არის, სამომსახურეო ბიზნესი კოჭლობს, ვაჭრობა თითქოს არის, მაგრამ ამის გარეშე ხომ ისედაც წარმოუდგენელია, მაგრამ ამ სფეროშიც ბიზნესი ვერ ვითარდება. JNEWS-ი შეეცადა გაერკვია, რაში მდგომარეობს პრობლემა, არსებულ ბიზნესს მუდმივად, რატომ აქვს პრობლემები, ახალს კი დიდი სიხარულით არ იწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხარდამჭერი გრანტები.  

2021 წელს ჯავახეთში 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა 100-დან 1000 ლარამდე იყო. მასობრივი დაჯარიმების შემთხვევაც იყო, მანამდეც, 2014 წელს 24 ბიზნესმენი შეხვდა საგადასახადო სამსახურისა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მიზეზი უზარმაზარი ჯარიმები გახდა, რომლის ოდენობაც 500-დან დაიწყო და 1 000 000 და მეტ ლარს აღწევდა.

ჯავახეთის ეკონომიკა უცხოეთიდან ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული. კერძოდ, რუსეთიდან, საიდანაც იქაურების მიერ გამომუშავებული ფული იგზავნება. მუსირებს მოსაზრება, რომ ამ ფულის გარეშე რეგიონი ვერ იარსებებს. ადგილობრივი ბიზნესი ძალიან სუსტად არის განვითარებული, არ ხორციელდება ინვესტიციები. ადგილობრივი წარმოების განვითარების მცდელობა ახლო წარსულში იყო, მაგალითად, ნინოწმინდაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნამ აიღო სტარტი, რომელმაც ძალიან ცოტა ხანს იმუშავა და მერე უბრალოდ დაიხურა. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა იყო ახალქალაქშიც – ლუდის წარმოება, რომლის განვითარებაც ვერ შეძლეს და საერთო ჯამში ეს საწარმო გაკოტრდა. თუმცა, არსებობს წარმატებული გამოცდილებაც, რაც ძირითადად ვაჭრობას უკავშირდება.

რუზან კოშატაშიანი ბიზნესისა და ფინანსების განვითარების სფეროს სპეციალისტია. მისი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახალქალაქში ბიზნესი შეეჯახა, არის ადამიანური რესურსის არქონა, ადამიანების, რომლებიც გონებრივ პოტენციალს იყენებენ.

“ბიზნესში საჭიროა მენეჯმენტის საშუალო და მაღალი დონე, რომლებიც შეძლებენ დოკუმენტებთან, ანგარიშებთან, ფურცლებთან მუშაობას. სადაც საჭიროა ლოგიკის, კრეატიული აზროვნების ჩართვა და ა.შ. ბიზნესმენებს სჭირდებათ კარგი სპეციალისტები, რათა მათი ბიზნესი აყვავდეს. სამუშაოს რაც შეეხება, შენ თუ იცი სწორი მიმართულება, ყველა ხრიკი, გაცილებით უკეთესად იქნები. საგადასახადო სისტემის ნაწილში, მხარს ვუჭერ მოსაზრებას, რომ ცოდნა – ძალაა. რამდენს ნიშნავს, როცა გყავს სპეციალისტი, რომელიც სწორ მიმართულებას გაჩვენებს. როცა არსებობს კარგი კონსულტანტი, ჭკვიანი იურისტი და ა.შ, რა თქმა უნდა საქმე შემსუბუქდება. დამოუკიდებლად კი ძალიან ძნელია. მართლაც ძნელი. იმიტომ, რომ ყოველ დღე რაღაც იცვლება, კანონმდებლობაში თავს იჩენს რაღაც ნიუანსები, ჩნდება სიახლეები”, – ამბობს ის.

რუზანი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც არ იცავს კანონს, შეუძლიათ დააჯარიმონ. მისი აზრით, ხშირ შემთხვევაში კანონს მიზანმიმართულად არ არღვევენ.

“დარღვევები ძირითადად ხდება იმ მიზეზით, რომ კონკრეტული ინფორმაცია მათთან ვერ აღწევს, ან აღწევს, მაგრამ არასწორად. ძალიან ცოტა ადამიანი არღვევს კანონს მიზანმიმართულად, გააზრებულად. თუ ბიზნესს არასწორი სტრუქტურა აქვს, არასწორად აწარმოებს ანგარიშს, ხარჯებს, მარკირებას… როცა ყველაფერ ამის არასწორი დაანგარიშება მიდის, შემდეგ კი მოდის საგადასახადო, ის საკუთარი მეთოდებით ითვლის და ხდება ისე, რომ ურთიერთ თანხვედრა არ არის. ადამიანი, რომელსაც ბიზნესი აქვს განიცდის. საგადასახადო ბიზნესის გარკვეულ მეთოდით წარმოებას ითხოვს, ამიტომ, თუ კი შენ ანგარიშებს საკუთარი მეთოდით აწარმოებ, როგორც წესი, “შენ” ზარალდები”, – ამბობს იგი.

ეკონომისტის, რიპსიმე ოვანოგლიანის აზრით, არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ახალქალაქში ბიზნესის განვითარებაზე. ერთ-ერთი მათგანია – სახელმწიფო ენის არცოდნა.

“ელექტრონულ სერვისზე – RS.ge-ზე ყველა ცვლილება, ყველა ინფორმაცია, წერილობითი სახით მოდის, ბევრი ხსნის ამ წერილებს, მაგრამ არ კითხულობენ, მიუხედავად იმისა, რომ აწერია – “აუცილებლად წასაკითხი”. შესაბამისად ვერ იგებენ. მოვიყვან მუშების რეგისტრაციის მაგალითს, “დაქირავებული მუშების რეესტრი”, მოვიდა წერილი და ძალიან ბევრმა არ მიაქცია ყურადღება ამ წერილს. დღემდე მოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იცოდნენ, თუ მუშა ხელის რეგისტრაცია საჭირო იყო. ეს სახელმწიფო ენის არცოდნიდან მომდინარეობს”, – ამბობს იგი.

რიფსიმეს აზრით, სახელმწიფო ენის არცოდნა ასევე ხელის შემშლელია იმ ბიზნესმენების თვითგანვითარებისთვის, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ.

“თბილისში ხშირად იმართება ტრენინგები, მათი გადამზადების მიზნით, იძლევიან რჩევებს.  გარდა ამისა, ჩვენ არ გვყავს ლიცენზირებული აუდიტორია, ეს ასევე დიდი მინუსია. ძნელია კვალიფიცირებული ბუღალტერის პოვნა. ჩემი საქმე დაკავშირებულია მცირე ბიზნესთან, მაგრამ საშუალო ბიზნესი ისე იმართება, რომ საჭირო არ არის იყო ბუღალტერი, რათა ეს დეკლარაციები შეავსო. უბრალოდ ქართულად უნდა კითხულობდე. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ქართული ენის არცოდნის პრობლემა გვაქვს – ამას ბუღალტერები აკეთებენ”, – განმარტავს ის.

საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება, მართალია არც თუ ბევრი, მაგრა, გრანტი გამოიყოფა, როგორც სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალქალაქში ყველას არ შეუძლია ამ შესაძლებლობებით ისარგებლოს და ფულის გამომუშავების ისევ ძველ მეთოდს მიმართავენ, საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ (“ხოპანში”).