მიმდინარე წლის მაისიდან ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მრეწველობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (IFAD).
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პროგრამის განხორციელების ტენდერი ინდმეწარმე სოსიკო ამირხანიანმა მოიგო. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ პროექტის მიზანია რეგიონში პირუტყვის გენოფონდის გაუმჯობესება. მეცხოველეობის განვითარებისთვის, ექსპერტების აზრით, რეგიონში პირუტყვის ჯიშების შეცვლაა საჭირო. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პირუტყვის გენოფონდი საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეცვლილა.
პროექტის ფარგლებში ძროხების განაყოფიერება ხდება ჯიშებით – “შვიცი” და “ჯერსი”.
ტენდერში გამარჯვებული მეწარმის წარმომადგენლის, არმენ ამირხანიანის განცხადებით, რეგიონში გენოფონდი ერთ წელიწადში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
„ამ პროგრამის ფარგლებში განაყოფიერებული ჯიშები ძალიან კარგად არის ადაპტირებული ნინოწმინდასა და ახალქალაქში. ამ ჯიშებმა უკვე გაამართლეს თავი, აქვთ მაღალი რძის წარმოება. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს პროგრამა არის ჯიშის შეცვლის დიდი შესაძლებლობა რძის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით“, – ამბობს არმენ ამირხანიანი.
პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა განაყოფიერების 20 შემთხვევა, აქედან 3 ახალქალაქის მუნიციპალიტეტშ – 2 სოფელ დილისკაში, 1 მაჯადიაში.
პროგრამის ბენეფიციარი 20 ლარს იხდის, დანარჩენს სახელმწიფო აფინანსებს. სერვისი 70-80 ლარი ღირს.
რატომ ავირჩიოთ ხელოვნური განაყოფიერება?
პირუტყვის ბუნებრივი შეჯვარება ნახირის პირობებში ხშირად ისეთ რისკს იწვევს, როგორიცაა:
• ხარებიდან ძროხებზე დაავადებების გადაცემა, განსაკუთრებით ბრუცელოზი, რომელსაც ყველაზე ხშირად ნახირის ხარები ავრცელებენ;
• შეჯვარება, რაც იწვევს ძროხების პროდუქტიულობის და სხვა ჯიშის მახასიათებლების შემცირებას;
• არასასურველი და უკონტროლო მშობიარობა.
პროგრამა ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ რჩევა, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: – 595 85 83 56, 599 53 99 56, არმენ ამირხანიანი.