ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ფინანსური დახმარებისთვის თანხაა გამოყოფილი, მაგრამ მუნიციპალიტეტში ომი ვეტერანები 2021 წლის სექტემბრიდან აღარ არიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ომის ვეტერანების ფინანსური დახმარებისთვის ბიუჯეტში გარკვეული თანხა ყოველწლიურად შეჰქონდა. შარშან, ამისთვის გამოყოფილმა თანხამ 4 000 ლარი შეადგინა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ბოლო ორი ვეტერანი გარდაიცვალა, მათგან ბოლო – შარშან სექტემბერში. ამის მიუხედავად, ბიუჯეტში 2000 ლარი მაინც გამოიყო.
როგორც ახალქალაქის მერიის ფინანსურ განყოფილებაში განმარტეს, აღნიშნული თანხის გამოყოფის მიზეზი ის არის, რომ ფინანსური განყოფილება საქმის კურსში არ იყო, რომ ვეტერანები გარდაიცვალნენ. ვეტერანების ფინანსური დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში დარჩება და წლის განმავლობაში სხვა საჭიროებებს მოხმარდება.
ფოტო Jnews-ის არქივიდან