არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა ჯავახეთის რეგიონში 25 წლის განმავლობაში შემცირდა. 200 დარეგისტრირებული ორგანიზაციიდან აქტიური მხოლოდ რამდენიმეა. რა მიზეზების გამო ხდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრზე დამოკიდებულნი და რა დასკვნამდე მივიდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ახალქალაქში საუკუნის მეოთხედის შემდეგ.
100 000 აშშ დოლარიდან მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტებს თუ გადავხედავთ, სიაში არც ერთი ადგილობრივი, რეგიონალური ორგანიზაცია არ არის, რომელიც შეძლებდა ამ პროექტის დამოუკიდებლად დაძლევას. დოკუმენტაცია, რომლებიც ივსება საგრანტო პროექტების ფარგლებში პატარა, რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რთული საქმეა. ამ ორგანიზაციების განვითარებაზე საკმარისად არავინ მუშაობს. ამიტომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლოკალური ორგანიზაციები, საუკეთესო შემთხვევაში მცირე გრანტებით ცდილობენ იმუშაონ, მათი უმეტესობა კი გაქრა.
ადგილობრივები ცენტრალურის ჩრდილ ქვეშ
გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ახალქალაქის “მოზრდილთა განათლების ცენტრის“ დირექტორი, შორენა თეთვაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რადგან არარეალურია დიდი ხნით მუშაობა ხელფასის, ფართის ქირის, კომუნალური ხარჯების და საქმიანობისთვის საჭირო სხვა ხარჯების გარეშე. თუმცა, მეორე მხრივ, დაფინანსება არ იქნება, თუ კეთილსინდისიერად არ იმუშავებ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითი საქმიანობა ასევე დამოკიდებულია მათ სურვილზე, თვითგანვითარებაზე, მოტივაციაზე.
„თუ დაფინანსება არ არის, ენთუზიაზმი ქრება და უნდა შეცვალო საქმიანობის სფერო, მეორეც, თუ დონორი გაფინანსებს, მაგრამ წინ ვერ მიიწევ და სტაგნაცია გაქვს, ამის გამო, არც ერთი დონორი არ მოისურვებს დაგაფინანსოს, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაზე ახდენს გავლენას. ვინაიდან ეროვნული უმცირესობები დონორთა პრიორიტეტებია, ცენტრალური არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ იდეებს და წერენ პროექტებს, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ განახორციელონ ეს პროექტები ადგილზე. შემდეგ ისინი ქირაობენ კოორდინატორს ადგილობრივი აქტიურებიდან და ხშირად გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე ეს ადამიანი მუშაობდა თბილისში და უკვე ახორციელებს ამ პროექტს, ხშირად საჩვენებლად. შედეგად, ეს არანაირ სარგებელს და შედეგს არ იძლევა“, – ამბობს შორენა თეთვაძე.
ამ ტენდენციაზე საუბრობს მაჰარა მაცუკატოვიც, რომელიც ასევე სამოქალაქო სფეროში იყო დასაქმებული გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან. თუმცა, მას სხვა ტენდენციაც მოჰყავს, დონორები ხშირად არ აფინანსებენ იმას, რაც რეალურად არის საჭირო რეგიონში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ და რაც მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დონორები ხანდახან აცხადებენ მსხვილი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებსაც იგებდნენ ცენტრალური, დიდი ორგანიზაციები. ადგილობრივი, რეგიონული ორგანიზაციები კი ქვეკონტრაქტორები ხდებიან, ან ეს ცენტრალური ორგანიზაციები ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლებს. აღმოჩნდა, რომ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიქირავეს “კოორდინატორებად, ან მობილიზატორებად. ერთი მხრივ, კარგი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, განაპირობა ის, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს ხალხი წარმოადგენენ, საკუთარი ისტორია აღარ გააჩნდათ”, – ამბობს იგი.
ერთი ლიდერის ორგანიზაციები სუსტდება
მაჰარა მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია ასუსტებს ორგანიზაციას და შედეგად, ორგანიზაციის გუნდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება აქტიური. ორგანიზაცია სუსტდება და არ ვითარდება, რის შედეგადაც წყვეტს არსებობას. ამრიგად, ხშირად ადგილობრივი ორგანიზაცია ერთი ადამიანია.
„ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ იმ პროგრამებში, რომელიც ჩვენს რეგიონზეა გათვლილი, ადგილობრივები ცენტრალურთან სრულფასოვანი პარტნიორები იქნებოდნენ, ვფიქრობ, ეს იმუშავებს, რადგან, ერთი მხრივ, ორგანიზაცია იმუშავებს ადგილობრივად. შექმნის საკუთარ ისტორიას და მეორე მხრივ, პროგრამები უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან ამ პროგრამის განხორციელებაში ადგილობრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვებიან. ასევე ეს ორგანიზაციას დაეხმარება გამოცდილების მიღებაში, რათა იყოს უფრო სიცოცხლისუნარიანი და განვითარდეს. მომავალში, ვფიქრობ, ეს უნდა ვთხოვოთ დონორებს, რომ ეს პირობა გრანტის გამოცხადებისას დააყენონ, თორემ გამოდის, რომ 25 წელიწადში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია, ვისაც სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურები იყვნენ, სადაც ისინი პირადად მუშაობენ და არა მათი ორგანიზაციები“, – დასძენს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი.
მისი აზრით, დონორები, რომლებიც მილიონიან გრანტებს აცხადებენ, უპირატესობას ანიჭებენ ცენტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობას, რადგან რეგიონალური ორგანიზაცია არაკომპეტენტურად მიაჩნიათ ანგარიშის გაკეთებაში, ასევე, დოკუმენტების წარმოებაში. თუმცა, მახარეს აზრით, რეგიონალური ენჯეოები დარჩებიან გამოუცდელები, თუ კი დონორები მომავალშიც არ გამოუცხადებენ მათ ნდობას.
მოსაზრებას, რომ ახალქალაქის ენჯეოები არაკონკურენტუნარიანები არიან დონორების “უნდობლობის” გამო, იზიარებს ლილია რაისიანიც, რომელიც ძირითადად მუშაობს ახალგაზრდობის, გენდერულ და სხვა საკითხებზე.
“დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მასშტაბურად მუშაობენ, ვიდრე ჩვენ. მიმაჩნია, რომ ძალიან ცოტაა იმის ალბათობა, რომ ახალქალაქის ენჯეოებისთვის დიდი დაფინანსება გამოიყოს. ძირითადად ჩვენთვის ხელმისაწვდომია პატარა და საშუალოს მოცულობის გრანტები, რადგან არ შეგვიძლია დიდ გრანტებში მონაწილეობა. პირველი – არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა შევძლოთ ასეთი პროექტების რეალიზება, მეორე – ასეთ გრანტებს არ იძლევიან. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ფასიანი კურსები აქვთ და იმისდა მიუხედავად, არის გრანტი თუ არა, შეძლონ ზედაპირზე ყოფნა. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაშ ეს ასე არ არის, ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რომ დონორების ფულზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” პროექტის მენეჯერი, ლელია რაისიანი.
კარგი სტარტი და კავშირი
Local Action Group-მა (LAG) თავისი საქმიანობა კარგი სტარტით დაიწყო. ჯგუფი ევროპული პროექტის – ENPARD2 მოგროვდა. ამიტომ ჯგუფი დარეგისტრირდა და ახლა განაგრძობს საქმიანობას, იგებს გრანტებს ევროპული ფონდებიდან. LAG-ი ერთ-ერთი ყველაზე ახალი ორგანიზაციაა და დღეისთვის აქტიური პროექტები აქვს, რისი ბედნიერებაც ბევრს არ აქვს.
„კარგი სტარტის მიზეზი ის იყო, რომ კარგი გამოცდილებით დავიწყეთ ENPARD2-ის ფარგლებში, როდესაც LAG-ი დაფინანსდა და პარალელურად გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგები. დღეს კი საქართველოს ყველა LAG-ი თანამშრომლობს ევროკავშირთან. როცა პროგრამა დასრულდა დაფინანსების გარეშე დავრჩით, რადგან 4 წელია ამ პროგრამით ვიღებთ ფულს. პროექტის მიზანი იყო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. გამოცდილება შევიძინეთ და ახლა პროექტის შემდეგ არ დავიხურებით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, ვქმნით კავშირებს და რაც მთავარია, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და როდესაც ისინი აქ ჩამოდიან, ვეხმარებით ადაპტაციაში, შეხვედრების ორგანიზებაში, შედეგად ვმონაწილეობთ პროექტებში“, – ამბობს ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე, სერგეი ხაჩატრიანი.
გიორგი ანდღულაძის მოსაზრებით, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 90-იანი წლების ბოლოს ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მონაწილეობდა, ყველაზე დიდი პრობლემა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის არასტაბილურობა.
“იმისათვის, რომ თავიანთი საქმიანობა შეინარჩუნონ, მათ რეფორმირება სჭირდებათ. უნდა შეცვალონ მიზნები, პოზიციები, დონორების სტანდარტებს მოერგონ. სამწუხაროდ პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ასეთი ამოცანა. არსებობს განსხვავებული მიდგომა დონორების, თბილისიდან პარტნიორების მიმართ. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ენჯეოები მუშაობენ არა კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე, არამედ იმ პრობლემებზე, რაზედაც ცხადდება გრანტი. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ მუშაობენ დონორები რეგიონალურ არასამთავრობოებთან და მათ სჭირდება შუამავალი თბილისიდან. პირველი, ყველაზე მთავარი მიზეზია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს რეგიონში სუსტია. ჩვენ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობები, რომ თავად შევადგინოთ დღის წესრიგი, გავიდეთ დონორებზე და ჩვენ თვითონ შევთავაზოთ პრობლემები, რაზედაც გვსურს მუშაობა. მეორე პრობლემაა ის, რომ არასამთავრობოების სისუსტის გამო, ვერ ვახდენთ გავლენას სახელმწიფო პოლიტიკაზე რეგიონალური პრობლემების განსაზღვრის საკითხში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები”, – ამბობს იგი.
ახალქალაქსა და ზოგადად ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა შესაძლებელს ხდის ადგილზე მუდმივ მუშაობას, განსხვავებით ცენტრალური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც რეგიონში პროექტიდან პროექტამდე ჩნდებიან. დღეს განვითარებული და ძლიერი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არის საზოგადოების მდგრადი განვითარების გასაღები, რაც ჩვენ არ გვაქვს.нас нет.