ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 25 მაისამდე, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ”) მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერდება.
” საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის კვეთის პროცედურები საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით განხორციელდება, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.