ახალქალაქის ჰოსპიტალში ჯერჯერობით არ ტარდება ოპერაციები თვალზე, პროგრამა არის თანმიმდევრული, მხოლოდ დაფინანსებას ელოდებიან.როგორც კი იქნება სახსრები, ოპერაციების ჩატარებას დაიწყებენ.
რაიონულ საავადმყოფოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჩიჩუას სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგები ახალქალაქში თვალის ოპერაციებს 2018 წლიდან ატარებენ, კორონავირუსის გამო ოპერაციები გარკვეული დროით შეჩერდა.
თვალის ოპერაცია პენსიონერებისთვის უფასოა. 70%-ს იხდის სახელმწიფო, დანარჩენ 30%-ს მუნიციპალიტეტი. ყველა დანარჩენი მოქალაქე იხდის ოპერაციის საფასურის 30%-ს.
პაციენტები წინასწარ ეწერებიან ექიმთან მიღებაზე, ხოლო ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაში – რიგში ეწერებიან. დოკუმენტები გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროსა, რის შემდეგაც ტარდება ოპერაცია. პაციენტს ოპერაციაზე ინფორმაციას 10-15 დღით ადრე აწვდიან. ოპერაციის დღეები წინასწარ ცნობილი არ არის, ისინი ტარდება მაშინ, როცა 10-მდე პაციენტი მოგროვდება.