საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება, პატივი სცეს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს.