დღეს, 24 აპრილს, ახალქალაქის სურბ ხაჩ ტაძარში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა აღევლინა.

patarag

ლიტურგია სურბ ხაჩის ეკლესიის სულიერმა მამამ, მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა აღავლინა.

qahana

havatacyal tatikner

poqrik havatacyal

ergchakhmbi aghjik

tatiki aghotqe

poqrik hrashq

ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამველ მანუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, მერმა, მელქონ მაკარიანმა, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში არსებული სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი.

zhoghovurd

pashtonyaner

ლიტურგიის დასასრულს, ეკლესიის ეზოში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლთან მღვდელმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა და ღირსმა ვარდაპეტმა ტერ ნშან ჰამაიაკიანმა წმიდა მოწამეთა შუამდგომლობის რიტუალი  აღასრულეს.

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ახალქალაქის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ალექსანდრეც მივიდა. მან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მსოფლიოს მშვიდონა უსურვა, რათა არცერთმა სხვა ერმა არ განიცადოს მსგავსი ტრაგედია.

hayr Alexandr

107 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ სომხებს გენოციდი მოუწყო. ბევრმა ქვეყანამ აღიარა სომეხთა გენოციდი.

აღსანიშნავია, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოს პარლამენტში 2002 და 2015 წლის 24 აპრილს დეპუტატებმა ჰამლეტ მოვსისიანმა და სამველ პეტროსიანმა დააყენეს. თუმცა, საქართველოს ჯერჯერობით არ უღიარებია სომეხთა გენოციდი.

ოსმალეთის იმპერიაში მილიონნახევარზე მეტი სომეხის განადგურების შემდეგ რამდენიმე თაობა დაიბადა და გაიზარდა. ახლანდელ თაობას არ უნახავს გენოციდის ტანჯვა, მათი ბებია-ბაბუებიც, რომლებიც ისტორიებს ყვებიან, არა თუ არ შესწრებიან მაშინდელ ამბებს. ახლობლებისგან გაუგიათ. თუმცა, ხოცვა-ჟლეტის მოგონებები რჩება, რადგან გენოციდმა რადიკალურად შეცვალა სომხების ცხოვრება და დარჩა მათ გენეტიკურ მეხსიერებაში.

გენოციდის დროს „გაფანტული“ სომხები დასახლდნენ და ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში. გენოციდის თემა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც საერთო ამოსავალი წერტილია ყველა სომეხისთვის. ხოლო სომხების გენოციდის აღიარება იმ ქვეყნის მიერ, რომლის მოქალაქეც სომეხია, ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

xachqar