მძღოლებისგან მიღებული ინფორმაციით, ახალქალაქის მთავარ ქუჩაზე „ჭკვიანმა კამერებმა“ კვლავ დაიწყო დარღვევების აღრიცხვა და მძღოლების დაჯარიმება.
ახალქალაქში კამერებმა დარღვევების აღრიცხვა 2021 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამის შემდეგ მძღოლები პანიკამ მოიცვა, ისინი ტექდათვალიერებისკენ გაემართნენ, ახალქალაქის ინსპექტირების ცენტრში გაუთავებელი რიგები წარმოიქმნა. მაგრამ ჯარიმებზე საუბარი მალევე შეწყდა.
მძღოლებმა ჯერ კიდევ არ იციან პასუხი კითხვებზე, როდის, რის საფუძველზე, რა დარღვევები ფიქსირდება ჭკვიანი კამერებით. Jnews-მა ამ კითხვებზე პასუხის მიღების იმედით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში დამონტაჟებულია 18 ვიდეორეგისტრატორი (სანომრე ნიშნების განმსაზღვრელი).