ახალქალაქში საგზაო მოძრაობა სახიფათოა, როგორც მძღოლების, ასევე ქვეითების გამო.

აღმაშენებლის ქუჩა არის ცენტრალური ქუჩა, რომელიც ნინოწმინდისკენ მიდის. ავტომობილების მომსახურების სერვის ცენტრების უმეტესობაც ამ გზაზე მდებარეობს. ამავე ქუჩაზე არის მე-4 საჯარო სკოლა, აფთიაქი, სურსათის 4 დიდი მაღაზია პარკირების გარეშე, ტექნიკის 3 დიდი მაღაზია, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური და მრავალი სხვა. სწორედ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებსაც ბევრი მობინადრე ჰყავს და ამავე ქუჩის გასწვრივ მოძრაობენ ფეხით.

Doroga

თავისუფლების ქუჩა

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს ქუჩა გარემონტდა, მოსახლეობას იმედი მიეცა, რომ ამჯერად მაინც იქნებოდა დაცული ქვეითების უფლებები. თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. ხშირად ტროტუარი გადის ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოსარემონტო მაღაზიებთან, სადაც სატვირთო და სხვა მანქანები დგას.

ამ ქუჩის ტროტუარს მანამდეც ავტოსადგომად იყენებდნენ და ასევე გრძელდება. ქვეითებს ხშირად უწევთ გზის სავალ ნაწილზე გასვლა, რათა გვერდი აუარონ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სვეტში დგანან. ასევე არ არის საცალფეხო გადასასვლელები, რის გამოც, ქვეითს უწევს სადმე გზის გადაკვეთა, რითაც მძღოლებს საავარიი ვითარებას უქმნიან. შარშან ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ფატალური შედეგი მოჰყვა. ავტომობილის შეჯახების შედეგად ფეხით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა – და ეს არ არის ერთეული შემთხვევა გზის ამ მონაკვეთზე.

„დღეს უკვე მერამდენედ, კინაღამ მანქანა დამეჯახა. მძღოლი არამარტო აჩერებდა ტროტუარზე, არამედ უკან გადასვლისას გზას არ უყურებდა ხალხი იყო თუ არა. სასწაულებრივად, ბოლო წამებში მოვახერხე სავალ ნაწილზე გადახტომა. მაგრამ იქაც მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. მესმის, რომ პარკინგი არ არის, მაგრამ ფეხით მოსიარულემ რა დააშავა?“ – ამბობს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის მცხოვრები.

ზოგადად, ტროტუარები არ არის გათვლილი ქვეითებზე, მაგალითად, მიასნიკიანისა და ნალბანდიანის ქუჩებზე, სადაც ბაზარი მდებარეობს, ხალხი ტროტუარების არარსებობის გამო სავალ ნაწილზე გადადის. მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათი მანქანის ქვეშ არავინ მოხვდეს.

„ხშირად, მძღოლები არ უყურებენ საგზაო ნიშნებს, ან არ სურთ მათი დანახვა. მაგალითად, თუ არის ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი, აკრძალული მიმართულებით მაინც მიდიან. არაერთხელ მინახავს შუქნიშნის წითელ შუქზე როგორ მოძრაობენ დიდი სიჩქარით და ფეხით მოსიარულეები ყველგან კვეთენ გზას. ჩვენ გზები კი არ გვაქვს, არამედ რთული საქალაქო კვესტი, რომელსაც ჰქვია „სახლში ცოცხალი დაბრუნდი“, -ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.

Patrul ne vidyashi

გასაკვირია, რომ საპატრულო პოლიცია, რომელიც ტროტუარებზე დაპარკინგებულ ავტომობილებს ხედავს, არ რეაგირებს.

ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები და ავტოსაგზაო შემთხვევები? როგორ უზრუნველვყოთ გზებზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოება? ყველა ეს კითხვა, ჯერ კიდევ რიტორიკულია.