“ქალთა ეკონომიკური განვითარების პროგრამამ” ახალქალაქის სოფლებში მე-2 ეტაპი დაიწყო. შედეგად, მასში მონაწილეობა სოფლების ხულგუმოსა და ბუზავეთის ქალებს შეეძლებათ.
“ქალთა ეკონომიკური განვითარების პროგრამის” მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ 2 სოფელში მონაწილეთა მიღების მე-2 ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე სოფელი ხულგუმო და ბუზავეთი შეირჩა. პროგრამა განკუთვნილია 18 წლის და უფროსი ასაკის ქალთა განვითარებისთვის.
ამ პროგრამის წყალობით იქმნება ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სემინარებში. სწავლობენ როგორ განავითარონ ბიზნეს-იდეები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მცირე გრანტებს, რათა მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება. პროგრამა 2 წელია მოქმედებს სოფელ ვაჩიანსა და კარტიკამში. ამ სოფლებიდან ბიზნეს-გრანტი 40-ზე მეტმა ქალმა მიიღო.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ორგანიზატორთან ნომერზე – 555 025 000
პროგრამა, რომელმაც ბევრი ქალის ოცნება აახდინა