8 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა და შეხვედრის სტუმრებმა სათესი მინდვრების გაზრდის საკითხი განიხილეს.

იმის გამო, რომ, დიდი ალბათობით, შემოდგომაზე სასურსათო კრიზისი იქნება, გაჩნდა იდეა კარტოფილისა და მარცვლეულის მინდვრების გაზრდის შესახებ.

დეპუტატმა, მურადიან ჰოვიკმა გამოთქვა ინიციატივა სასოფლო-სამეურნეო მიწების გაზრდაზე – აუქციონზე დაუმუშავებელი მიწების გამოტანა და გაყიდვა.

„დამუშავდება მიწები და თანხებს სახელმწიფოს ბიუჯეტი მიიღებს“, – განმარტა ჰოვიკ მურადიანმა.

თუმცა, დილისკას ტერიტორიული ოლქის დეპუტატმა მოსოიან ნვერმა წინადადება გააპროტესტა, რადგან მუნიციპალიტეტს უკვე ცოტა საძოვრები აქვს, კერძოდ მათ სოფელს. ხალხს ჰყავს პირუტყვიც, რომელსაც საძოვრები სჭირდება.

“გარდა კარტოფილისა და მარცვლეულისა, მოთხოვნაა ხორცსა და რძეზეც. სოფლის მოსახლეობას არ აქვს საძოვრები, გვჭირდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, არამედ ხორცი და რძე“, – განმარტა ნვერ მოსოიანმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა რამაზ გოგოლაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში კულტივირებული მინდვრების ფართობი გაიზარდა.

დეპუტატმა ანა გევენიანმაც აღნიშნა, რომ როცა სახელმწიფო ახორციელებს პროგრამებს სოფლის მოსახლეობისთვის, პირობები ისეთი უნდა იყოს, რომ ყველამ ისარგებლოს.

„დახმარება მივიღეთ, მაგრამ ისეთი პირობები იყო, რომ სოფლის მოსახლეობის 10%-მა ისარგებლა მხოლოდ“, – განმარტავს ანა ღევენიანი.

დეპუტატმა სიფან შიპაქციანმა აღნიშნა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს რეალიზაციის პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველთვის გვაქვს და ნათესი მინდვრების ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია:

„თუ რუსეთი და აზერბაიჯანი დახურავენ ბაზრებს, სად გავყიდოთ კარტოფილი?“

ბიზნეს ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვის თქმით, დიდი ალბათობით, სასურსათო კრიზისი დაიწყება და ამიტომ საჭიროა აწარმოონ მეტი და იაფად, შეამცირონ ხარჯები.

„პროგრამები უნდა დაიყოს გრძელვადიან და მოკლევადიანად, მიწის რეფორმა – გრძელვადიანია. მოკლევადიანისთვის კი შეიძლება მიმართოთ სამინისტროს და მელიორაციის სეზონის დაწყებამდე სთხოვოთ სამელიორაციო სისტემის აღდგენა“, – განმარტა მახარე მაცუკატოვმა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და სტუმრებმა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხიც განიხილეს: მიწის პრივატიზაცია, პროდუქციის თვითღირებულება, სამთავრობო პროგრამები, გაყიდვები, საწვავის ფასი…

ახალქალაქს სასუქების სახელმწიფო სუბსიდირება სურს