საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 782 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, „პისიარ“-ტესტით – 2 021.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 630 564 გამოჯანმრთელდა, 16 766 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 864 300 აცრა, დღიურად აცრილია 577.
6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 721 პაციენტი. ამასთან, გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა.