სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 540 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 616 გარდაიცვალა, 410 042 კი – გამოჯანმრთელდა.