საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 021 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 461 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 232, „პისიარ“ ტესტით – 2 229.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,26%, ბოლო 14 დღის – 3,65%, ბოლო შვიდი დღის – 2,89%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 623 453 გამოჯანმრთელდა, 16 739 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 857 215 აცრა, დღიურად აცრილია 1 950.
ამასთან, 29 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 036 პაციენტი, გარდაიცვალა ათი.