შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ იტყობინება, რომ ჯავახეთის ქუჩაზე წყლის მილების გამოცვლის სამუშაოები არ გადაიდო, დროულად უნდა დასრულდეს, თუმცა სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეწყვეტას არ აპირებენ.
კომპანია „მშენებლობას“ ინფორმაციით, ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალსადენის მშენებლობაზე სამუშაოები განახლდება, ამის შესახებ კომპანიამ ერთი კვირის წინ გააფრთხილა ქუჩის მცხოვრებლები, მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ჯერ ამინდის, შემდეგ კი იმის გამო გადაიდო, რომ მოსახლეობას ერთი თვით ან მეტი ხნით არ სურდა წყლის გარეშე დარჩენა. დღეს Jnews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტექნიკის მოწესრიგება მიმდინარეობს და სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ითქვა, რომ ჯავახეთის ქუჩაზე წყალი თვე-ნახევრით შეწყდებოდა, გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა დღეს Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქუჩა უწყლოდ არ დარჩეს.
„წყალს არ გავთიშავთ. სამუშაოები წყლის გათიშვის გარეშე დაიწყება. მილებს ეტაპობრივად შეცვლიან. წყალი მხოლოდ მაშინ გაითიშება, როცა წყალს ახალ სისტემას შეუერთებენ. თუ ხაზზე ავარია მოხდა ან სამუშაოების დროს რაიმე დაზიანდა, სასწრაფოდ მოვაგვარებთ, რომ მოსახლეობას წყალი ჰქონდეს“, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კანალიზაციისა და წყალმომარაგების რეაბილიტაციის პრობლემა გასულ კვირას გახდა აქტუალური, რადგან მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო მომდევნო თვენახევრის განმავლობაში, გათბობის სეზონზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლების ალტერნატიული წყალმომარაგების წინასწარი უზრუნველყოფის გარეშე. სამშენებლო კომპანიამ წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სამუშაოები და რომ სამუშაოების დროს წყლის დაკეტვა მოუწევთ.
ჯავახეთის ქუჩაზე ახალი საკანალიზაციო სისტემისა და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერში კომპანია „მშენებელობამ“ 603 700.00 ლარით მოიგო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ზამთრის თვეებში უნდა განხორციელებულიყო, რაც ჯავახეთის ზამთრის მკაცრი პირობების გათვალისწინებით ძალიან რთულია. 2021 წლის ნოემბერში სამუშაოები დაიწყო, შემდეგ კი ზამთრის გამო შეჩერდა. კომპანიის ცნობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ვადა 8 აპრილს იწურება.