დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება. ინფორმაციას ქვეყნის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აქვეყნებს.

მისი თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადაიყვანენ. გასული 24 საათის განმავლობაში იმავე მარშრუტით 5 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. ასევე, ბერდიანსკში შეიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს.

კიევის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ბერვიცის, ბოგდანოვკის, ბოროდიანკასა და ბუჩაში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც ბროვარიში ან ბელოგოროდკაში გადაიყვნენ.

ლუგანსკის ოლქში მყოფი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ლისიჩანსკადან, სევეროდონეცკიდან, რუბეჟნიდან და პოპასნოიდან შეძლებს.

რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იგეგმება.