რუბლის ოფიციალური კურსი ოდნავ გაიზარდა, თუმცა გუშინდელ ფასთან სხვაობამ 10 თეთრი შეადგინა. ახალქალაქში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 100 რუსული რუბლის გადაცვლა 2,85 ლარად არის შესაძლებელი, სხვაობა 15 მარტთან შედარებით 50 თეთრია.

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს 100 რუბლი 2,8513 ლარი ღირს, გუშინ რუბლის კურსი 2,7445 ლარი იყო. ახალქალაქის კერძო გადამცვლელ პუნქტებში რუბლის გაცვლითი კურსი ოფიციალურთან ახლოსაა, კომერციული ბანკების კურსები კი მკვეთრად განსხვავდება და რუბლს ძირითადად არ იღებენ და არ ყიდიან.

ლარის დღევანდელი კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით:
1 აშშ დოლარი – 3.2178 ლარი
1 ევრო – 3,5383 ლარი
100 რუბლი – 2,8513 ლარი