საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები საქართველოს ისტორიას სათანადოდ არ ასწავლიან, მაგრამ სომხურენოვან სკოლებში ეს პრობლემა ორმაგად რთულდება, რადგან სახელმძღვანელოებში მასალის უმეტესობა ქართულადა არის ჩადებული.

„ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ერი ვართ, ისტორია და რელიგია ჩვენი იდენტობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. თუ ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ პრინციპებზე, მან, პირველ რიგში, კარგად უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია“, – თქვა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.

თუმცა, სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხი ჯერ კიდევ არ არის განხილული პარლამენტის განათლების კომიტეტში. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი წერილიდან ჩანს, რომ სკოლებში საქართველოს ისტორია სათანადოდ არ ისწავლება, და ბევრი ისტორიკოსის მტკიცებით, სახელმძღვანელოების დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

patmutyun

სხვადასხვა სახელმძღვანელოში, მათ შორის ისტორიის სახელმძღვანელოში, სასწავლო მასალის ნაწილი სომხურად იწერება, ნაწილი კი ქართულად, რაც სირთულეს უქმნის, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. სომხურენოვან სკოლებში ისტორიის სახელმძღვანელოების შესწავლისას Jnews-მა აღმოაჩინა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი სასკოლო მასალა ქართულად ან შერეულ ფორმატში იყო დაწერილი.

ჩვენთან საუბრისას ისტორიის მასწავლებელმა, ვარდიტერ იუზბაშიანმა აღნიშნა შემდეგი: თუ არ დავავალებ, ან ქართულად დაწერილ მონაკვეთებს არ ვთარგმნი, სტუდენტები იგნორირებას გაუკეთებენ ამას. რადგან ქართული ენა, არც ისე კარგად ვიცი, საჭირო დავალებებისა თუ წყაროების გასაგებად მჭირდება თარგმანი, რაც შრომატევადია და ორმაგად ართულებს სასწავლო პროცესს. რაც შეეხება სასწავლო მასალას, ხანდახან მიწევს სხვა წიგნების გამოყენება, რომ სრულად ავუხსნა მოსწავლეს“.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ორენოვანი წიგნების გამოყენებით სწავლება ართულებს მასალის მიწოდებას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მასწავლებელი ყოველთვის არ ასწავლის მასალას კეთილსინდისიერად და ცდილობენ ქართული მონაკვეთების თარგმნას ისე, რომ სრულად ახსნას გაკვეთილის თემა. ზოგჯერ ეს მონაკვეთები იგნორირებულია და გაუგებარი რჩება, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის.