15 მარტიდან ნინოწმინდის საავადმყოფოში კოვიდ ცენტრი აღარ ფუნქციონირებს. საავადმყოფომ ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, – იტყობინება რადიო NOR-ი.
ნინოწმინდის კლინიკის მენეჯერის თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდ განყოფილებაში ოთხი ადამიანი მკურნალობს.
„8 მარტიდან ახალი პაციენტი არ დაგვირეგისტრირებია. ნინოწმინდის კლინიკა უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია გაიაროს გამოკვლევები. თუ მოულოდნელად ინფიცირებული ჩამოვა, მას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და უმკურნალებენ კლინიკაში, ცალკე პალატაში. რაც შეეხება კოვიდ ცენტრს, ცენტრი დაიხურა და ახლა ჩვენს კლინიკაში სხვა რეგიონებიდან არ შემოიყვანენ კორონავირუსით დაავადებულებს“, – ამბობს ნინოწმინდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი, წოვინარ მანველიანი.
საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც „ვირუსის გავრცელების პიკი კლების ფაზაში გადავიდა“, კოვიდ ცენტრები ზოგიერთი ქალაქში იხურება.