საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 364, „პისიარ“-ტესტით – 2 365.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,65%, ბოლო 14 დღის – 15,64%, ბოლო 7 დღის – 12,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 509 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 585 885 გამოჯანმრთელდა, 16 554 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 832 994 აცრა, დღიურად აცრილია 603.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 443 პირი.
ამასთან, 12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 064 პაციენტი, გარდაიცვალა 25.