სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 953 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 570 გარდაიცვალა, 408 215 კი – გამოჯანმრთელდა.